მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ პრემიერ ლიგის გადატვირთული კალენდარი ფეხბურთელებს ზიანს აყენებს. გვარდიოლას თქმით ეს უნდა შეიცვალოს. ”არ არის ნორმალური, როდესაც ყოველ მეორე დღეს თამაში გაქვს. ფეხბურთში ძალების აღდგენას დრო სჭირდება და ასეთი გრაფიკი ფეხბურთელებს უბრალოდ კლავს. იმედი მაქვს მომავალში პრემიერ ლიგის კალენდარი შეიცვლება”–განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
კატეგორია: სპორტი
კოუტინიოს ნომერი ბარსელონაში უკვე ცნობილია
ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე უკვე დიდიხანია საუბრობენ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ბარსელონაში უკვე ნომერიც შეურჩიეს. კოუტინიო მე-7 ნომერი იქნება, ხოლო არდა ტურანი კი რომელიც ამჟამად არის ამ ნომრით, ზამთარში ბარსელონას დატოვებს. მიუხედავად ასეთი ინფორმაციისა, ჯერჯერობით არც ლივერპულს და არც ბარსელონას ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რომ ისინი ტრანფერზე შეთანხმდნენ. უახლოეს დღეებში ბევრი რამ უნდა გახდეს ცნობილი. […]
გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღო
მანჩესტერ სიტის ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ჟესუსმა მუხლის ტრავმა მიიღო და მას სავარაუდოდ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. ჟესუსმა თავის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის სერიოზული არ არის. ”სამწუხაროა რომ ტრავმა მივიღე, მაგრამ ოპერაცია საჭირო არ არის და სავარაუდოდ მოედანზე მალე დავბრუნები და ჩემს გუნდს დავეხმარები”–განაცხადა გაბრიელ ჟესუსმა. აღსანიშნავია რომ ტრავმა ასევე მიიღო კევინ დე […]
მანჩესტერ იუნაიტედს ტონი კროოსის ყიდვა სურს
მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს და მათი ერთ-ერთი სამიზნე რეალის გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კროოსი რეალიდან წასვლას აპირებს, რადგან მას პრემიერ ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა. მანჩესტერი მზად არის, ამ ტრანფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს, თუმცა რეალი ჯერჯერობით კროოსის გაყიდვას არ აპირებს. ტონი კროოსი რეალს 2014 წელს შეუერთდა და მას შემდეგ […]
ლივერპული კოუტინიოში 180 მილიონს ითხოვს
ლივერპული ფილიპე კოუტინიოს ტრანსაფერში 180 მილიონ ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერსისაიდელები კოუტინიოს არ გაყიდიან. კოუტინიოს შეძენით ბარსელონაა დაინტერესებული, თუმცა როგორც ჩანს კატალონიურ გუნდს კვლავინდებურად ექნება სირთულეები ამ საკითხთან დაკავშირებით. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კოუტინიოს ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ლივერპული თავისი ერთ-ერთი ლიდერის იოლად დათმობას არ აპირებს. აღსანიშნავია რომ კოუტინიომ ლივერპულის ბოლო შეხვედრა გამოტოვა.
ედენ აზარს რეალში თამაში სურს
ჩელსი ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მას რეალში სურს კარიერის გაგრძელება. აზარის რეალში გადასვლაზე უკვე იყო საუბრები და აზარის მამამ დაადასტურა ინფორმაცია რომ მის შვილს რეალი ესახება თავის მომავალ კლუბად. აზარის მამამ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით რეალს ჩელსისთვის ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია. ლონდონელები თავის მთავარ ლიდერს […]
პაოლო დიბალას იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა
იუვენტუსის არგენტინელ ფეხბურთელს პაოლო დიბალას გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა და ეს მას შემდეგ მოხდა რაც იუვენტუსის პრეზიდენტმა გაიგო რომ დიბალას აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწორედ ამის გამო დიბალა ბოლო პერიოდში იშვიათად ხვდება იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში. საქმე იქითკენ მიდის რომ დიბალა სავარაუდოდ იუვენტუსს დატოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. დიბალას შეძენა მანჩესტერ […]
საბა კვირკველია შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს
ცნობილმა სპორტულმა საიტმა squawka.com-მა 2017 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის, საბა კვირკველიას სახელი “მანჩესტერ სიტის” დაუკავშირა. წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გვარდიოლას კლუბმა ვირჯილ ვან დეიკის ყიდვა ვერ შეძლო, იგი ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო და ერთ-ერთ ვარიანტად კვირკველიაც განიხილება. “ლოკომოტივის” ქართველი მცველის კონკურენტებად კი საიტმა რაფაელ ვარანი, ჯონი ევანსი და ჰარი მაგუაირი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის […]
იურგენ კლოპი: ”ვან დეიკი აუცილებლად გაგვაძლიერებს”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ საუთჰემპტონის მცველის ვირჯილ ვან დეიკის ყიდვა მისი გუნდის დაცვას აუცილებლად გააძლიერებს. ვან დეიკი ლივერპულს იანვრიდან შეუერთდება და მის ტრანფერში ლივერპულმა 75 მილიონი ევრო გადაიხადა. ”ვან დეიკი აუცილებლად გაგვაძლიერებს და მისი შეძენით კმაყოფილი ვარ. 75 მილიონი ბევრია, მაგრამ ასეთია დღევანდელი სატრანსფერო პოლიტიკის წესები, განსაკუთრებით ინგლისში. ტრანაფერებს კიდევ გავაკეთებთ”–განაცხადა იურგენ […]
პაულინიომ ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე ისაუბრა
ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ თავის თანამემამულზე ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა და თქვა რომ ძალიან გაუხარდება მის გვერდით თამაში. პაულინიოს აზრით კოუტინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია. ”ფილიპე ჩემი მეგობარია და მას ხშირად ვუყვები ბარსელონაზე. ჯერჯერობით არ ვიცი თუ სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ მას ჩემს გვერდით ვიხილავ ბარსელონაში. კოუტინიოს მოედანზე თითქმის ყველაფერი შეუძლია […]










