პაულინიომ ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე ისაუბრა

პაულინიომ ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე ისაუბრაბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პაულინიომ თავის თანამემამულზე ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა და თქვა რომ ძალიან გაუხარდება მის გვერდით თამაში. პაულინიოს აზრით კოუტინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველია.

”ფილიპე ჩემი მეგობარია და მას ხშირად ვუყვები ბარსელონაზე. ჯერჯერობით არ ვიცი თუ სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ მას ჩემს გვერდით ვიხილავ ბარსელონაში. კოუტინიოს მოედანზე თითქმის ყველაფერი შეუძლია და თავის პოზიციაზე ის ერთ-ერთი საუკეთესოა”–განაცხადა პაულინიომ.