მანჩესტერ იუნაიტედს ტონი კროოსის ყიდვა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს ტონი კროოსის ყიდვა სურსმანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს და მათი ერთ-ერთი სამიზნე რეალის გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კროოსი რეალიდან წასვლას აპირებს, რადგან მას პრემიერ ლიგაში სურს ძალების მოსინჯვა.

მანჩესტერი მზად არის, ამ ტრანფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს, თუმცა რეალი ჯერჯერობით კროოსის გაყიდვას არ აპირებს. ტონი კროოსი რეალს 2014 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

რეალთან ერთად კროოსმა ბევრი ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგაც.