ლივერპული კოუტინიოში 180 მილიონს ითხოვს

ლივერპული კოუტინიოში 180 მილიონს ითხოვსლივერპული ფილიპე კოუტინიოს ტრანსაფერში 180 მილიონ ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერსისაიდელები კოუტინიოს არ გაყიდიან.

კოუტინიოს შეძენით ბარსელონაა დაინტერესებული, თუმცა როგორც ჩანს კატალონიურ გუნდს კვლავინდებურად ექნება სირთულეები ამ საკითხთან დაკავშირებით.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კოუტინიოს ბარსელონაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ლივერპული თავისი ერთ-ერთი ლიდერის იოლად დათმობას არ აპირებს.

აღსანიშნავია რომ კოუტინიომ ლივერპულის ბოლო შეხვედრა გამოტოვა.