კატეგორია: სპორტი

სერხიო რამოსი: ”ბარსელონა უნდა დავამარცხოთ”

სერხიო რამოსი: ”ბარსელონა უნდა დავამარცხოთ”

მადრიდის რეალის ერთ-ერთმა ლიდერმა სერხიო რამოსმა ბარსელონასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ მისმა გუნდმა ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. რამოსის აზრით რეალისთვის ეს შეხვედრა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ”ბარსელონა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ გვექნება. ეს მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია და ვფიქრობ რომ ამჯერადაც ასე იქნება”–განაცხადა სერხიო რამოსმა. რეალის და ბარსელონას […]

ტომაშ როსიცკიმ კარიერა დაასრულა

ტომაშ როსიცკიმ კარიერა დაასრულა

37 წლის ჩეხმა ფეხბურთელმა ტომაშ როსიცკიმ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ როსიცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როსიცკი ბოლო 2 წლის მანძილზე პრაღის სპარტას ღირსებას იცავდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერა. როსიცკის თქმით მისი სხეული დატვირთვებს ძველებურად ვეღარ უძლებს და ამიტომ ის იძულებულია კარიერა დაასრულოს. ჩეხი ნახევარმცველი თავის დროზე ისეთ გუნდებში თამაშობდა როგორებიც არიან ლონდონის არსენალი და დორტმუნდის ბორუსია. […]

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

მადრიდის რეალის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ბარსელონასთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს. რონალდუს მცირე ტრავმა აწუხებს, რომელიც მან გრემიოსთან მატჩის დროს მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა და რონალდუ სავარაუდოდ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ბარსელონას წინააღმდეგ თამაში შეძლოს. შეხვედრა 23 დეკემბერს მადრიდში გაიმართება და ამ მატჩში რეალს მხოლოდ მოგება აწყობს, რადგან სამეფო კლუბი სოლიდური სხვაობით […]

გაბრიელ ჟესუსმა გვარდიოლას მადლობა გადაუხადა

გაბრიელ ჟესუსმა გვარდიოლას მადლობა გადაუხადა

მანჩესტერ სიტის ერთ-ერთმა ლიდერმა გაბრიელ ჟესუსმა ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და თქვა რომ მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას გამო გადავიდა. ჟესუსის თქმით მას სხვაგანაც შეეძლო კარიერის გაგრძელება, მაგრამ გვარდიოლას ფაქტორმა მასზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. ”ინგლისში თამაში დიდად არ მინდოდა, რადგან ინგლისი ცივი ქვეყანაა, თან ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ როდესაც გვარდიოლამ დამირეკა, მან მითხრა რომ ჩემი იმედი ჰქონდა […]

კაკამ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა

კაკამ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა

მილანის და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ კაკამ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. კაკას ბოლო გუნდი ამერიკული ორლანდო იყო, რომელშიც კაკამ სამი წელიწადი გაატარა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ორლანდო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ის ბრაზილიაში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, მაგრამ საბოლოოდ კაკამ გადაწყვიტა კარიერა დაესრულებინა. კაკას კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი მილანში იყო 2003-09 წლებში, როდესაც მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტული […]

ნეიმარმა კილიან მბაპე შეაქო

ნეიმარმა კილიან მბაპე შეაქო

პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავის თანაგუნდელზე კილიან მბაპეზე ისაუბრა და თქვა რომ მბაპეს აქვს პოტენციალი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ნეიმარის თქმით მბაპეს გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა. ”მბაპეს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მას ამისთვის ყველა თვისება აქვს და თუ ის გააგრძელებს თავის თავზე მუშაობას, ეს ასეც მოხდება. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ვის გვერდითაც ოდესმე მითამაშია”–განაცხადა ნეიმარმა. […]

მარადონა: ”კრიშტიანო რონალდუ სისულელეებს ლაპარაკობს”

მარადონა: ”კრიშტიანო რონალდუ სისულელეებს ლაპარაკობს”

დიეგო მარადონამ კრიშტიანო რონალდუ გააკრიტიკა, რომელმაც თქვა რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მარადონას აზრით ასეთი განცხადება მისთვის მიუღებელია. ”რონალდუს გადაეცით რომ სისულელეების ლაპარაკს მოეშვას, რადგან ამით ის ხალხს თავს აბეზრებს. არავინ უნდა თქვას რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა”–განაცხადა დიეგო მარადონამ. ერთი კვირის წინ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ის […]

ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა

ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიღაცას ძალიან სევდიანი ახალი წელი ელის. რაკიტიჩმა სავარაუდოდ მადრიდის რეალი იგულისხმა. ”ალბათ ეს ახალი წელი ვინმესთვის სევდიანი იქნება. ეს ცხადია ხუმრობით, ხოლო რაც შეეხება შეხვედრას რეალის წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებული გავდივართ მოედანზე და ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. რეალი ისევ ძლიერი გუნდია”–განაცხადა ივან რაკიტიჩმა. […]

უნაი ემერის სახლი გაქურდეს

უნაი ემერის სახლი გაქურდეს

პარიზში პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს და ძვირფასი ნივთებიც წაიღეს. შემთხვევა ოთხსაბათს ღამით მოხდა, როდესაც ემერი პარიზში არ იმყოფებოდა. წაღებულია ემერის ცოლის რამდენიმე ჩანთა, რომლების ღირებულებაც საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ ემერის მეუღლე ასევე არ იმყოფებოდა სახლში, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.

ჟოზე მოურინიომ მხითარიანი აითვალწუნა

ჟოზე მოურინიომ მხითარიანი აითვალწუნა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი არ იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს და სწორედ ამ მიზეზის გამო ის არ გამოდის მოედანზე. მოურინიოს აზრით მხითარიანმა გაცილებით მეტი უნდა იმუშავოს იმისთვის რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახუროს. ”მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მხითარიანი არ მუშაობს ისე რომ მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება განიხილებოდეს. […]