ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა

ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრაბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიღაცას ძალიან სევდიანი ახალი წელი ელის. რაკიტიჩმა სავარაუდოდ მადრიდის რეალი იგულისხმა.

”ალბათ ეს ახალი წელი ვინმესთვის სევდიანი იქნება. ეს ცხადია ხუმრობით, ხოლო რაც შეეხება შეხვედრას რეალის წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებული გავდივართ მოედანზე და ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. რეალი ისევ ძლიერი გუნდია”–განაცხადა ივან რაკიტიჩმა.

რეალი ბარსელონას საკუთარ მოედანზე 23 დეკემბერს მიიღებს.