უნაი ემერის სახლი გაქურდეს

უნაი ემერის სახლი გაქურდესპარიზში პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს და ძვირფასი ნივთებიც წაიღეს. შემთხვევა ოთხსაბათს ღამით მოხდა, როდესაც ემერი პარიზში არ იმყოფებოდა. წაღებულია ემერის ცოლის რამდენიმე ჩანთა, რომლების ღირებულებაც საკმაოდ მაღალია.

სავარაუდოდ ემერის მეუღლე ასევე არ იმყოფებოდა სახლში, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.