კატეგორია: სპორტი

დიეგო სიმეონემ შესაძლოა ინგლისური კლუბი გაწვრთნას

დიეგო სიმეონემ შესაძლოა ინგლისური კლუბი გაწვრთნას

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაინაცვლოს და ინგლისურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სიმეონეს თავისთან ხილვა სურს ევერტონს, რომელმა რონალდ კუმანი გაანთავისუფლა და დროებით მწვრთნელის გარეშეა. სიმეონეს ატლეტიკოსთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ სავარაუდოდ ევერტონის სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩება. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკო წელს არცთუ ისე კარგად გამოიყურება და სიმეონეს გუნდს […]

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში კიდევ 2 წლით დარჩა

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში კიდევ 2 წლით დარჩა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმირ ვაისი იქნება. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავადვე განაცხადა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვაისს შორის კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. – გადავწყვიტე და შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში,- განაცხადა ვაისმა. ვაისს წინა კონტრაქტი ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის […]

ნეიმარი უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილოა

ნეიმარი უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილოა

საფრანგეთის პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნეიმარი უკმაყოფილოა უნაი ემერის მუშაობით და მას ძლიერ მწვრთნელად არ მიიჩნევს. ბრაზილიელი ვარსკვლავი ყურს არ უგდებს ემერის დარიგებებს და ისე იქცევა როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ, ხოლო ემერი კი ნეიმარის განაწყენებას ერიდება, რადგან მას გუნდში დიდი ავტორიტეტი აქვს. არავინ იცის თუ რამდენად მართალია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ნეიმარი ემერის […]

არდა ტურანი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს

არდა ტურანი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს

ბარსელონას თურქი ნახევარმცველი არდა ტურანი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს, სადაც ის ზამთარში იჯარის წესით გადავა. გალათასარაიმ და ბარსელონამ უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს, ამიტომ ამ ტრანსფერს წინ აღარაფერი აღუდგება. წლევანდელ სეზონში ტურანი საერთოდ არ გამოსულა მოედანზე ბარსელონას მაისურით და ცხადი იყო, რომ კატალონიურ გუნდს მისი გაშვება სურდა. არდამ ბარსელონაში ორი სეზონი გაატარა და თავიდან ის წარმატებით ასპარეზობდა, […]

ჯორდან ჰენდერსონმა მამის ავადმყოფობაზე ისაუბრა

ჯორდან ჰენდერსონმა მამის ავადმყოფობაზე ისაუბრა

ლივერპულის კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ის დრო გაიხსენა, როდესაც მამის ავადმყოფობაზე გაიგო და ამან მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ”2013 წლის ბოლოს მამამ გვითხრა, რომ მას ყელის კიბო ჰქონდა. ამის შემდეგ თამაშის წინ სულ მასზე ვფიქრობდი და ვცდილობდი, რომ მას ჩემით ეამაყა. საბედნიეროდ მან დაძლია ეს ავადმყოფობა და დღეს ის კარგად არის”–განაცხადა ჯორდან ჰენდერსონმა. ჰენდერსონმა დაამატა, რომ […]

დევიდ მოიესი ვესტ ჰემის მწვრთნელი გახდა

დევიდ მოიესი ვესტ ჰემის მწვრთნელი გახდა

ვესტ ჰემის ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი იქნება. ამის შესახებ განცხადება ვესტ ჰემის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. მოიესის ბოლო გუნდი სანდერლენდი იყო, რომელიც შარშან პრემიერ ლიგიდან გავარდა და ამის შემდეგ მოიესი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აღსანიშნავია რომ მას შემდეგ რაც მოიესი ევერტონიდან წავიდა, მას არცერთ გუნდში არ მიუღწევია წარმატებისთვის. ვესტ ჰემში მას კიდევ ერთი შანსი მიეცემა, თუმცა დევიდს რთული […]

მარკ ცუკერბერგი ტოტენჰემის ყიდვას აპირებს

მარკ ცუკერბერგი ტოტენჰემის ყიდვას აპირებს

სოციალური ქსელი facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა შესაძლოა ლონდონის ტოტენჰემი იყიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ პრესაში გავრცელდა. ტოტენჰემის მფლობელი გუნდის გაყიდვას აპირებს და ცუკერბერგი ერთ-ერთი კანდიდატია იმის, რომ ტოტენჰემის ახალი მფლობელი გახდეს. ცუკერბერგს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია, თუმცა ინგლისში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ მარკი ადრე თუ გვიან რომელიმე კლუბს იყიდის. მარკ ცუკერბერტგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე […]

ბაიერნი დრაქსლერს რიბერის შემცვლელად განიხილავს

ბაიერნი დრაქსლერს რიბერის შემცვლელად განიხილავს

მიუნხენის ბაიერნი პსჟ-ს გერმანელი შემტევის იულიან დრაქსლერის ყიდვას აპირებს, რომელმაც ნეიმარის მისვლის შემდეგ პსჟ-ში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. დრაქსლერს გერმანიაში სურს დაბრუნება და ბაიერნი მისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია. მიუნხენელები თავის მხრივ დრაქსლერს რიბერის შემცვლელად განიხილავენ და იულიანს შეუძლია ფრანგი ვეტერანის ღირსეულად ჩანაცვლება. რიბერი უკვე 34 წლის არის და სეზონის ბოლოს ის სავარაუდოდ ბაიერნიდან წავა. მიუნხენელები მასთან […]

ვესტ ჰემმა სლავენ ბილიჩი გაანთავისუფლა

ვესტ ჰემმა სლავენ ბილიჩი გაანთავისუფლა

სერბი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი ვესტ ჰემში აღარ იმუშავებს. ორშაბათს ვესტ ჰემის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ბილიჩი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, რადგან ბილიჩის ხელმძღვანელობით ვესტ ჰემმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ამჟამად ისინი პრემიერ ლიგაში მე-18 პოზიციაზე არიან. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ლონდონური კლუბის ახალი მწვრთნელი და ვესტ ჰემის […]

გარეტ ბეილი ტრავმას მალე მოიშუშებს

გარეტ ბეილი ტრავმას მალე მოიშუშებს

მადრიდის რეალის უელსელი ვინგერი გარეტ ბეილი ერთ კვირაში მზად იქნება სათამაშოდ. ამის შესახებ განცხადება რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა. ბეილი ბოლო რამდენიმე წელიწადია ტრავმებმა გააწამეს და წელს მან უკვე ორჯერ მიიღო ტრავმა, რის გამოც თვეზე მეტი გამოტოვა. ბეილის არყოფნამ იმდენად სისტემატიური სახე მიიღო, რომ მისი რეალიდან წასვლის შესახებაც ალაპარაკდნენ, თუმცა თვითონ ბეილმა ეს ჭორები […]