დიეგო სიმეონემ შესაძლოა ინგლისური კლუბი გაწვრთნას

დიეგო სიმეონემ შესაძლოა ინგლისური კლუბი გაწვრთნასმადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაინაცვლოს და ინგლისურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სიმეონეს თავისთან ხილვა სურს ევერტონს, რომელმა რონალდ კუმანი გაანთავისუფლა და დროებით მწვრთნელის გარეშეა.

სიმეონეს ატლეტიკოსთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ სავარაუდოდ ევერტონის სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩება. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკო წელს არცთუ ისე კარგად გამოიყურება და სიმეონეს გუნდს ძალიან გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა.