მარკ ცუკერბერგი ტოტენჰემის ყიდვას აპირებს

მარკ ცუკერბერგი ტოტენჰემის ყიდვას აპირებსსოციალური ქსელი facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა შესაძლოა ლონდონის ტოტენჰემი იყიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ პრესაში გავრცელდა. ტოტენჰემის მფლობელი გუნდის გაყიდვას აპირებს და ცუკერბერგი ერთ-ერთი კანდიდატია იმის, რომ ტოტენჰემის ახალი მფლობელი გახდეს.

ცუკერბერგს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია, თუმცა ინგლისში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ მარკი ადრე თუ გვიან რომელიმე კლუბს იყიდის. მარკ ცუკერბერტგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი ქონება 70 მილიარდს სცილდება.