ნეიმარი უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილოა

ნეიმარი უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილოასაფრანგეთის პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნეიმარი უკმაყოფილოა უნაი ემერის მუშაობით და მას ძლიერ მწვრთნელად არ მიიჩნევს.

ბრაზილიელი ვარსკვლავი ყურს არ უგდებს ემერის დარიგებებს და ისე იქცევა როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ, ხოლო ემერი კი ნეიმარის განაწყენებას ერიდება, რადგან მას გუნდში დიდი ავტორიტეტი აქვს.

არავინ იცის თუ რამდენად მართალია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ნეიმარი ემერის დაუპირისპირდა, ეს პირველ რიგში პსჟ-ს თამაშზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ბუნებრივია, უნაი ემერი ამ ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ ეს უბრალოდ ჭორებია და მეტი არაფერი.