კატეგორია: სპორტი

უეფამ მიუნხენის სტადიონს ცისარტყელას ფერებით განათებაზე უარი უთხრა

უეფამ მიუნხენის სტადიონს ცისარტყელას ფერებით განათებაზე უარი უთხრა

მიუნხენის ალიანც არენას სტადიონი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს ცისარტყელას ფერებში არ განათდება. ადმინისტრაცია გეგმავდა, რომ  სტადიონი ცისარტყელას ფერებში გაენათებინა. რითაც პროტესტს გამოუცხადებდა  უნგრეთის ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანაში  ლგბტ პირების უფლებების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ მიუნხენს უარი განუცხადა, სტადიონი ცისარტყელას ფერებში გაენათებინა. ფეხბურთის ასოციაცია არის პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაცია. სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათება […]

ქართველ ქალ ფეხბურთელს, ჩოხატაურელ მეკარე თათია გაბუნიას, იტალიაში იწვევენ

ქართველ ქალ ფეხბურთელს, ჩოხატაურელ მეკარე თათია გაბუნიას, იტალიაში იწვევენ

თათია გაბუნიას იტალიის საფეხბურთო კლუბში იწვევენ, სადაც მას გაზრდისა და წინსვლის საშუალება ექნება, – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან დაადასტურეს. გაბუნია საქართველოს ნაკრებისა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მეკარეა. 21 წლის მოთამაშე ჩოხატაურელია, „ლანჩხუთში“ დურმიშხან ჩხაიძემ ჩაიყვანა და გაზარდა, ეროვნულ ნაკრებში კი ორი წლის წინ ლევან ბაჯელიძემ დააწინაურა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს. თათია […]

გიორგი კოხრეიძე საფრანგეთში გრენობლში ითამაშებს

გიორგი კოხრეიძე საფრანგეთში გრენობლში ითამაშებს

„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ საქართველოს პირველ არხთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთში, ლიგა 2-ის „გრენობლში“ განაგრძობს. „ეს ამბავი გადაწყვეტილია. გუნდმა ოფიციალური შემოთავაზება მიიღო და ჩვენ გიორგის ხელს არ შევუშლით, რადგან მას „საბურთალოს“ წინაშე დიდი დამსახურებები აქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა. კახა კაშიამ ტრანსფერის დეტალებზეც გველაპარაკა: „ყველაზე […]

17 წლის ინგილო სპორტსმენმა ხორვატიაში გაიმარჯვა

17 წლის ინგილო სპორტსმენმა ხორვატიაში გაიმარჯვა

19 ივნისს ხორვატიის ქალაქ  პორეჩში მიმდინარე კადეტთა შორის ძიუდოს ევროპის თასზე აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველმა ჭაბუკმა, 17 წლის ისლამ რაგიმოვმა გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა. ჩვენი თანამემულე 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალში იტალიელი ძიუდოისტი პიოტრო ანდრეინი დაამარცხა. ინგილო ძიუდოიტს უკვე მრავალი ჯილდო აქვს მიღებული აზერბაიჯანის შიდა რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე და საერთაშორისოი ტურნირებზე. 2020 წლის […]

ჩაკვეტაძემ გენტის შემადგენლობაში ითამაშა

ჩაკვეტაძემ გენტის შემადგენლობაში ითამაშა

ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, იური გეურკინთან ერთად თბილისში ვარჯიშის შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა და თავისი გუნდის პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. “გენტმა” სტუმრად სამოყვარულო “დიკელვენე” 3:2 დაამარცხა. ქომაგებს ძალიან აინტერესებდათ, როგორ ითამაშებდნენ ტრავმამორჩენილი ჩაკვეტაძე და “ზულტე-ვარეგემიდან” გადასული 29 წლის თავდამსხმელი ჯანი ბრუნო, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატზე 20 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, […]

ლუკაკუ – “ბელგია-დანიის მე-10 წუთზე მატჩს შევწყვეტთ და ყველანი ტაშს დავუკრავთ”

ლუკაკუ - "ბელგია-დანიის მე-10 წუთზე მატჩს შევწყვეტთ და ყველანი ტაშს დავუკრავთ"

ბელგიისა და დანიის შეხვედრა მე-10 წუთზე შეწყდება. ფეხბურთელები ბურთს აუტში გადააგდებენ, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვება. ეს ყველაფერი კი კრისტიან ერიკსენის პატივსაცემად იქნება. ფეხბურთელებმა ამის შესახებ მოილაპარაკეს და რომელუ ლუკაკუმ ინფორმაცია პრესას გაანდო: „ჩვენ ბურთს აუტში გადავაგდებთ, რომ თამაში შევაჩეროთ, შემდეგ კი ტაშს დავუკრავთ“, – ამბობს „ინტერის“ ფორვარდი. მე-10 წუთი ერიკსენის სათამაშო ნომრისგან გამომდინარე შეირჩა. დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა კასპერ […]

სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა

სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა

სერხიო რამოსმა საფეხბურთო კლუბი მადრიდის “რეალი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის ფეისბუქში ვრცელდება, სადაც ის მადრიდის “რეალს” მადლობას უხდის და ემშვიდობება. ინფორმაციას თავად მადრიდის რეალიც ავრცელებს. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 17 ივნისს, რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრება.

კრისტიან ერიკსენი – “კარგად ვარ, კიდევ რამდენიმე შემოწმება უნდა გავიარო”

კრისტიან ერიკსენი - "კარგად ვარ, კიდევ რამდენიმე შემოწმება უნდა გავიარო"

„ამ ეტაპზე კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა უნდა გავიარო კიდევ რამდენიმე შემოწმება,” -კრისტიან ერიკსენი. დანიელი ფეხბურთელი ყველას მადლობას უხდის ტკბილი სიტყვებისთვის და ნაკრებს წარმატებას უსურვებს კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ შაბათს, დანია-ფინეთის მატჩის მსვლელობისას სტადიონზე გახდა. მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს და ახლა ის კლინიკაში მკურნალობს. ფორმულა

“უკვე კარგად ვარ” – კრისტიან ერიკსენმა კლინიკიდან ფოტო გამოაქვეყნა

"უკვე კარგად ვარ" - კრისტიან ერიკსენმა კლინიკიდან ფოტო გამოაქვეყნა

დანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი თავს კარგად გრძნობს. გუშინ ფინეთთან მატჩის დროს მან გონება დაკარგა და ექიმების სწრაფი და პროფესიული მოქმედების შედეგად სიკვდილს გადაურჩა. დღეს ერიკსენმა იმდენად კარგად იგრძნო თავი, რომ კლინიკიდან, რომელშიც ის გუშინ მოათავსეს, ფოტო გამოაქვეყნა. დანიელმა ექიმებმა მას უწოდეს ფეხბურთელი, რომელიც საიქიოდან მობრუნდა.

გულის კოლაფსი და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა – რა დაემართა კრისტიან ერიკსენს

კრისტიან ერიკსენი ცოცხალია - ის კლინიკაშია

დანიელი კრისტიან ერიკსენი, რომელიც მატჩის დროს მოედანზე დაეცა, ახლა თავს სტაბილურად გრძნობს. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. დასახელდა მიზეზიც. კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა ჰქონდა. უმძიმესი კადრები მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა. ექიმთა ჯგუფი მის გადარჩენას მინდორზე რამდენიმე წუთი ცდილობდა. კრისტიანს ჯერ გულის მასაჟი გაუკეთეს, რის შემდეგაც მის მოსულიერებას ხელოვნური სუნთქვის აპარატით ცდილობდნენ. ერიკსენი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და […]