სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვა

სერხიო რამოსმა მადრიდის რეალი დატოვასერხიო რამოსმა საფეხბურთო კლუბი მადრიდის “რეალი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის ფეისბუქში ვრცელდება, სადაც ის მადრიდის “რეალს” მადლობას უხდის და ემშვიდობება.

ინფორმაციას თავად მადრიდის რეალიც ავრცელებს. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 17 ივნისს, რამოსის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრება.