“უკვე კარგად ვარ” – კრისტიან ერიკსენმა კლინიკიდან ფოტო გამოაქვეყნა

"უკვე კარგად ვარ" - კრისტიან ერიკსენმა კლინიკიდან ფოტო გამოაქვეყნადანიის ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი თავს კარგად გრძნობს.

გუშინ ფინეთთან მატჩის დროს მან გონება დაკარგა და ექიმების სწრაფი და პროფესიული მოქმედების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

დღეს ერიკსენმა იმდენად კარგად იგრძნო თავი, რომ კლინიკიდან, რომელშიც ის გუშინ მოათავსეს, ფოტო გამოაქვეყნა.

დანიელმა ექიმებმა მას უწოდეს ფეხბურთელი, რომელიც საიქიოდან მობრუნდა.