ჩაკვეტაძემ გენტის შემადგენლობაში ითამაშა

ჩაკვეტაძემ გენტის შემადგენლობაში ითამაშანახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტის” ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, იური გეურკინთან ერთად თბილისში ვარჯიშის შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა და თავისი გუნდის პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“გენტმა” სტუმრად სამოყვარულო “დიკელვენე” 3:2 დაამარცხა.

ქომაგებს ძალიან აინტერესებდათ, როგორ ითამაშებდნენ ტრავმამორჩენილი ჩაკვეტაძე და “ზულტე-ვარეგემიდან” გადასული 29 წლის თავდამსხმელი ჯანი ბრუნო, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატზე 20 გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში “გენტი” მოედანზე განახლებული შემადგენლობით გავიდა და შეცვლაზე შესულმა გიორგიმაც ბოლომდე ითამაშა.

22 ივნისს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “გენტი” ნორვეგიის “ვოლერენგას” უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 29 ივნისს გაიმართება.

სპორტალი