პსჟ-ს მწვრთნელმა უნაი ემერიმ მარსელთან შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარი ვარსკვლავი ნეიმარი გააკრიტიკა. ნეიმარი მოედნიდან გააძევეს და ემერის თქმით ბრაზილიელმა უნდა მოთოკოს ნერვები და არ აჰყვეს პროვოკაციას. ”შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და ნეიმარს მთელი მატჩის მანძილზე უხეშად ეთამაშებოდნენ. მიუხედავად ამისა, ის ვალდებულია რომ პროვოკაციას არ აჰყვეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა”– განაცხადა ემერიმ. მარსელთან შეხვედრა 2:2 […]
კატეგორია: სპორტი
ნეიმარს ბარსელონადან წასვლა უკვე ივნისში უნდოდა
ბარსელონას ლეგენდამ ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ნეიმარს ბარსელონადან წასვლა უკვე ივნისში ჰქონდა გადაწყვეტილი. ნეიმარმა ეს საიდუმლოდ უთხრა თავის თანაგუნდელებს მესის ქორწილში და ხავის თქმით ის ძალიან გაკვირვებული დარჩა, რადგან არ ეგონა თუ ნეიმარს ბარსას დატოვების სურვილი ექნებოდა. ”ნეიმარმა ყველას გვითხრა, რომ ახალი გამოწვევები სურდა და ბარსელონადან წასვლას აპირებდა. გაოგნებული დავრჩი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი […]
ვლადიმერ ჟირინოვსკიმ შავკანიანთა სიმრავლის გამო სპარტაკი გააკრიტიკა
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სპარტაკის სევილიასთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსულ გუნდებში უფრო მეტი რუსი უნდა თამაშობდეს. ”რა აზრი აქვს სპარტაკის გულშემატკივრობას, როდესაც 5 გოლიდან რუსმა მხოლოდ ერთი გაიტანა. არც კი ვიცი ეს სპარტაკია, თუ აფრიკის ნაკრები. საჭიროა, რომ გუნდებში უფრო მეტი რუსი თამაშობდეს”– განაცხადა ჟირინოვსკიმ. სპარტაკმა საკუთარ მოედანზე სევილია 5:1 გაანადგურა და […]
კეილორ ნავასი ორ კვირას გამოტოვებს
მადრიდის რეალის მეკარემ კეილორ ნავასმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის დაახლოებით ორ კვირას გამოტოვებს. ნავასი ვერ შეძლებს ეიბარის და ჟირონას წინააღმდეგ თამაშს და მას სავარაუდოდ რეალის მეორე მეკარე კიკო კასილია შეცვლის. ასევე საეჭვოა ნავასის თამაში ტოტენჰემის წინააღმდეგ 1 ნოემბერს. თვითონ ნავასმა განაცხადა, რომ ის რაც შეიძლება მალე შეეცდება გამოჯანმრთელებას, რადგან უქმად ყოფნა მისთვის ჩვეული […]
მესიმ ჩემპიონთა ლიგაში მეასე გოლი გაიტანა
ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში თავი მეასედ გამოიჩინა და გატანილი გოლებით ის მხოლოდ კრიშტიანო რონალდუს ჩამორჩება. მეასე გოლი მესიმ საკმაოდ ლამაზი, საჯარიმო დარტყმით გაიტანა ბერძნული ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ. ბარსელონამ შეხვედრა 3:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი მეორე ტაიმის მანძილზე კაცნაკლულნი იყვნენ, რადგან მსაჯმა ხერარდ პიკეს მინდორი დროზე ადრე დაატოვებინა. ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონამ […]
ანტონიო კონტე რომასთან მატჩით უკმაყოფილოა
ჩელსის მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს თქმით მის გუნდს ამჟამად რთული პერიოდი აქვს და მათ ეს კრიზისი უნდა გადალახონ. ჩელსიმ საკუთარ მოედანზე 3:3 ითამაშა რომასთან და კონტე შედეგით უკმაყოფილო დარჩა. ”როდესაც ორბურთიანი უპირატესობით იგებ და ანგარიშს ვერ ინარჩუნებ, ეს იმაზე მეტყველებს რომ მეტოქემ გაჯობა. რომამ ჩვენზე უკეთ ითამაშა და ამჟამად ჩელსის რთული პერიოდი აქვს. უახლოეს მომავალში […]
ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა
პსჟ-ს ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. კავანი რამდენიმე წლის მანძილზე პსჟ-ს მთავარი ფორვარდი იყო და ნეიმარის მოსვლის შემდეგაც კი მას პოზიციები არ დაუკარგავს. კავანიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანო რონალდუს და რუუდ ვან ნისტელროის აქვთ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 8-ჯერ შეძლეს თავის გამოჩენა. კავანის კარგი შანში აქვს გააგრძელოს თავისი […]
დავით ხოჭოლავამ შახტარის მწვრთნელის ქება დაიმსახურა
დონეცკის შახტარის და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ფეიონარდთან თამაშის შემდეგ შახტარის მწვრთნელის პაულო ფონსეკას შექება დაიმსახურა. ხოჭოლავა მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც უკრაინული გუნდი კაცნაკლული დარჩა რაკიცკის გაძევების შემდეგ. შახტარი 2:1 იგებდა და მათ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს, რაც ხოჭოლავას დამსახურებაც არის, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა. ქართველმა მცველმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის მოხარულია გამარჯვებით, […]
ზიდანი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ტოტენჰემთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. რეალმა ვერ შეძლო ტოტენჰემის დამარცხება და შეხვედრა 1:1 დასრულდა. მიუხედავად ამისა, ზიდანმა აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა მოედანზე თავის კარგად წარმოაჩინეს. ”ჩვენ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მეტოქეც კარგად უტევდა და შეეძლო ჩვენი კარის აღება. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, […]
იურგენ კლოპმა ლივერპულის თამაშს იდეალური უწოდა
ლივერპულმა სტუმრად მარიბორი 7:0 გაანადგურა და უიღბლო სერია შეწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას და მათ მთელი ჯავრი მარიბორზე იყარეს, რომელმაც ინგლისურ კლუბს ვერაფერი დაუპირისპირა. იურგენ კლოპი თავისი შეგირდების გარჯით ძალიან კმაყოფილი დარჩა და მისი თქმით ყველა ფეხბურთელმა იდეალურად ითამაშა. ” ასეთი კარგი თამაში დიდიხანია არ გვიჩვენებია. ყველა ფეხბურთელმა […]










