ანტონიო კონტე რომასთან მატჩით უკმაყოფილოა

ანტონიო კონტე რომასთან მატჩით უკმაყოფილოაჩელსის მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს თქმით მის გუნდს ამჟამად რთული პერიოდი აქვს და მათ ეს კრიზისი უნდა გადალახონ. ჩელსიმ საკუთარ მოედანზე 3:3 ითამაშა რომასთან და კონტე შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

”როდესაც ორბურთიანი უპირატესობით იგებ და ანგარიშს ვერ ინარჩუნებ, ეს იმაზე მეტყველებს რომ მეტოქემ გაჯობა. რომამ ჩვენზე უკეთ ითამაშა და ამჟამად ჩელსის რთული პერიოდი აქვს. უახლოეს მომავალში ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ”– განაცხადა ანტონიო კონტემ.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ჩელსიმ კრისტალ პალასთან წააგო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი აუტსაიდერია.