კეილორ ნავასი ორ კვირას გამოტოვებს

კეილორ ნავასი ორ კვირას გამოტოვებსმადრიდის რეალის მეკარემ კეილორ ნავასმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის დაახლოებით ორ კვირას გამოტოვებს. ნავასი ვერ შეძლებს ეიბარის და ჟირონას წინააღმდეგ თამაშს და მას სავარაუდოდ რეალის მეორე მეკარე კიკო კასილია შეცვლის.

ასევე საეჭვოა ნავასის თამაში ტოტენჰემის წინააღმდეგ 1 ნოემბერს. თვითონ ნავასმა განაცხადა, რომ ის რაც შეიძლება მალე შეეცდება გამოჯანმრთელებას, რადგან უქმად ყოფნა მისთვის ჩვეული არ არის. კეილორი უკვე რამდენიმე წელია რაც რეალის ღირსებას იცავს და ამ გუნდთან ერთად მან უკვე ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.