უნაი ემერიმ ნეიმარი გააკრიტიკა

უნაი ემერიმ ნეიმარი გააკრიტიკაპსჟ-ს მწვრთნელმა უნაი ემერიმ მარსელთან შეხვედრის შემდეგ გუნდის მთავარი ვარსკვლავი ნეიმარი გააკრიტიკა. ნეიმარი მოედნიდან გააძევეს და ემერის თქმით ბრაზილიელმა უნდა მოთოკოს ნერვები და არ აჰყვეს პროვოკაციას.

”შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და ნეიმარს მთელი მატჩის მანძილზე უხეშად ეთამაშებოდნენ. მიუხედავად ამისა, ის ვალდებულია რომ პროვოკაციას არ აჰყვეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა”– განაცხადა ემერიმ.

მარსელთან შეხვედრა 2:2 დასრულდა და პსჟ მარცხს ედისონ კავანის მიერ ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა გადაარჩინა.