პსჟ-ს ბრაზილიელ ფეხბურთელს ნეიმარს ინტერვიუს დროს კითხვა მესიზე დაუსვეს, რაზეც ნეიმარმა თქვა, რომ მესი ყოველთვის იქნება მისი მეგობარი და მათ შორის არავითარი უთანხმოება არ ყოფილა. ”ბარსელონადან იმიტომ წავედი რომ ახალი გამოწვევები მინდოდა და არც ოქროს ბურთია ჩემთვის მთავარი. მესისთან ამ წლების მანძილზე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ის ყოველთვის ჩემს მეგობრად დარჩება. არანაირი უთანხმოება ჩვენს […]
კატეგორია: სპორტი
ტოტის აზრით ოქროს ბურთი კრიშტიანო რონალდუმ უნდა მოიგოს
ფრანჩესკო ტოტიმ ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა და მისი თქმით ამ ჯილდოს ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ტოტის აზრით შარშანდელ სეზონში რონალდუმ მესის და ნეიმარს აჯობა. ”რონალდუმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისმა გუნდმა ყველა ტიტული მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრებში კრიშტიანო მოწოდების სიმაღლეზე იყო და რეალის გამარჯვებები დიდწილად მისი დამსახურებაა. ვფიქრობ ის იმსახურებს ოქროს ბურთს”– განაცხადა ტოტიმ. […]
ლესტერმა კრეიგ შექსპირი გაანთავისუფლა
ლესტერის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს სამშაბათს მოხდა. შექსპირის განთავისუფლების მიზეზი ის შედეგია, რასაც წელს ლესტერი აჩვენებს. გუნდი 8 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს შექსპირის ადგილს. ლესტერი ამასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
ალვარო მორატა მალე მოედანს დაუბრუნდება
ჩელსის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა მალე მოედანზე დაბრუნდება. მორატამ უფრო მალე შეძლო გამოჯანმრთელება, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდოდბდნენ, რადგან ალვაროს წესით ერთი თვე უნდა დაესვენა. მორატა ამჟამად თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს და ის თითქმის მზად არის სათამაშოდ, თუმცა ჩელსის და რომას დაპირისპირებაში ის სავარაუდოდ მონაწილეობას არ მიიღებს. მორატამ ჩელსის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და მისმა გუნდმა ეს მატჩები […]
გარი ნევილმა ლუკაკუ გააკრიტიკა
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ გარი ნევილმა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ექსპერტად მუშაობს ტელევიზიაში, განაცხადა რომ რომელუ ლუკაკუმ სუსტი შეხვედრა ჩაატარა ლივერპულის წინააღმდეგ. ნევილის თქმით, ლუკაკუ არ იყო საკმარისად ჩართული თამაშში და თავის გუნდს საკმარისად არ ეხმარებოდა. ბელგიელმა ფორვარდმა თავის კრიტიკოსებს უპასუხა, რომ მას კარგი სტატისტიკა აქვს პრემიერ ლიგაში და მომავალში ის მხოლოდ უკეთესი გახდება. ლუკაკუმ ასევე ხაზი […]
ხოსეპ გვარდიოლამ ნაპოლიზე ისაუბრა
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იტალიურ ნაპოლისთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ნაპოლი ძალიან ძლიერია და მათთან მატჩი რთული იქნება. ”წლევანდელ სეზონში ნაპოლი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და მათი დამარცხება იოლი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ, მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ”– განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ. ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში 8 ჩატარებული შეხვედრიდან ყველა […]
კარიმ ბენზემა შესაძლოა ხეტაფესთან დაბრუნდეს
მადრიდის რეალის ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა შესაძლოა მოედანს ხეტაფესთან მატჩში დაუბრუნდეს, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება. ბენზემამ ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო და მას შემდეგ ის რეალის ლაზარეთში იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან ტრავმა უკვე მოიშუშა და მზად არის სათამაშოდ. რეალი ხეტაფეს სტუმრად დაუპირისპირდება და ამ შეხვედრაში სამეფო გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რადგან ბარსელონასთან სხვაობა […]
ჟოზე მოურინიომ ლივერპულთან მატჩზე ისაუბრა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლივერპულთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ”ლივერპულს ბოლო პერიოდში არ უმართლებს, მაგრამ ისინი მაინც ძლიერები არიან, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ჩემმა გუნდმა შეხვედრა მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ჩაატაროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ შედეგს”– განაცხადა ჟოზე მოურინიომ. ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს შაბათს, 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება. […]
სერხიო აგუერომ ავარია გაიხსენა
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ ის დღე გაიხსენა, როდესაც ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანეს. აგუეროს თქმით, ის სიკვდილს უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა. ”რომ არა უსაფრთხოების ღვედი თქვენთან ახლა არ ვისაუბრებდი. ვფიქრობ ძალიან გაგიმართლა, რომ ცოცხალი დავრჩი და ამის გამო უფალს მადლობას ვწივარ. მინდა მალე გამოვიდე მოედანზე, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალება არ მაქვს”– განაცხადა სერხიო აგუერომ. […]
დანი კარვახალის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მადრიდის რეალის ფეხბურთელი დანიელ კარვახალი ისევ საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ექიმების თქმით კარვახალი თითქმის განიკურნა იმ ვირუსისგან, რომელიც მისი გულის მუშაობაზე გავლენას ახდენდა და უახლოეს მომავალში ის ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მიუხედავად ამისა, კარვახალს რაღაც დროით მაინც მოუწევს ფეხბურთისგან დასვენება, რადგან ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და როდის დაბრუნდება მოედანზე ჯერჯერობით უცნობია . რეალი შემდეგ […]










