ლესტერის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს სამშაბათს მოხდა. შექსპირის განთავისუფლების მიზეზი ის შედეგია, რასაც წელს ლესტერი აჩვენებს.
გუნდი 8 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს შექსპირის ადგილს. ლესტერი ამასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.