ხოსეპ გვარდიოლამ ნაპოლიზე ისაუბრა

ხოსეპ გვარდიოლამ ნაპოლიზე ისაუბრამანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იტალიურ ნაპოლისთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ნაპოლი ძალიან ძლიერია და მათთან მატჩი რთული იქნება.

”წლევანდელ სეზონში ნაპოლი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და მათი დამარცხება იოლი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ, მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ”– განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში 8 ჩატარებული შეხვედრიდან ყველა მოიგო და ამჟამად ისინი ლიდერები არიან. მანჩესტერი სიტი თავის მხრივ შესანიშნავად ასპარეზობს პრემიერ ლიგაში და ასევე ლიდერია.