კარიმ ბენზემა შესაძლოა ხეტაფესთან დაბრუნდეს

კარიმ ბენზემა შესაძლოა ხეტაფესთან დაბრუნდესმადრიდის რეალის ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა შესაძლოა მოედანს ხეტაფესთან მატჩში დაუბრუნდეს, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება. ბენზემამ ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო და მას შემდეგ ის რეალის ლაზარეთში იმყოფებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მან ტრავმა უკვე მოიშუშა და მზად არის სათამაშოდ.

რეალი ხეტაფეს სტუმრად დაუპირისპირდება და ამ შეხვედრაში სამეფო გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რადგან ბარსელონასთან სხვაობა 7 ქულას უდრის. ბარსელონა თავის მხრივ სტუმრად მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.