კატეგორია: სპორტი

ზუროსი ნაკრებიდან მიდის?

ზუროსი ნაკრებიდან მიდის?

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა “ტვიტერზე” ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა: “ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს […]

“ჩვენ სექსუალურებიც ვართ” – დომინიკა ციბულკოვა ინტერნეტს იპყრობს

"ჩვენ სექსუალურებიც ვართ" - დომინიკა ციბულკოვა ინტერნეტს იპყრობს

სლოვაკმა ჩოგბურთელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. სურათმა, რომელზეც WTA-ის ტურნირების ცხრა გზის გამარჯვებული თეთრ კაბაშია გადაღებული, კოლოსალური მოწონება დაიმსახურა. ასეთი შედეგის შემდეგ ციბულკოვა იძულებული გახდა, ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა: “სპორტსმენები პირველ რიგში შედეგების მიღწევაზე არიან ორიენტირებულნი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ  რომ ჩვენ ჩვეულებრივი  ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს ლამაზი ფორმები და ზოგჯერ საკმაოდ სექსუალურებიც ვართ”. […]

საქართველოს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუადვილდება – უეფამ საქართველოსთვის მისაღები პროექტი დაამტკიცა

საქართველოს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუადვილდება - უეფამ საქართველოსთვის მისაღები პროექტი დაამტკიცა

2018 წლის სექტემბრიდან უეფა-ს ახალი ტურნირი, ერთა ლიგის გათამაშება დაიწყება. ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგაში განაწილდება – ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისას არსებული ფიფა-ს რეიტინგის მიხედვით მოხდება. ამით უეფა-მ გადაწყვიტა, შედარებით დაბალრეიტინგულ ქვეყნებს სტიმული მისცეს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩები იმ თამაშებით შეცვალოს, რომლებიც ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ახალ შანსს მისცემს. ამ ეტაპზე შესაძლო განლაგება […]

ხუან მარტინ დელ პოტრომ ფედერერი დაამარცხა

ხუან მარტინ დელ პოტრომ ფედერერი დაამარცხა

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი დაამარცხა და შვეიცარიელი ლეგენდა ტურნირს გამოთიშა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და დელ პოტრომ 4 სეტში მოახერხა გამარჯვება და ეს ოთხივე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ფედერერის თქმით, მან რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მარცხის მიზეზი სწორედ ეს იყო. ნახევარფინალში დელ პოტრო რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება, […]

ხამესმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა

ხამესმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა

მიუნხენის ბაიერნის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხამეს როდრიგესმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ის მზად არის თავის გუნდს დაეხმაროს. შემდეგ შეხვედრას ბაიერნი ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ ჩაატარებს და ამ მატჩში ხამესი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ხამეს როდრიგესი ბაიერნმა ორწლიანი იჯარით იყიდა და კოლუმბიელ ფეხბურთელზე მიუნხენში დიდ იმედებს ამყარებენ. ხამესმა რეალში სამი სეზონი ჩაატარა და მას საკმაოდ კარგი სტატისტიკაც ჰქონდა, მაგრამ […]

ფრანკ რიბერის კარიერის დასრულება ბაიერნში სურს

ფრანკ რიბერის კარიერის დასრულება ბაიერნში სურს

ბაიერნის ერთ-ერთ ლიდერს ფრანკ რიბერის კარიერის დასრულება მიუნხენურ გუნდში სურს, რადგან ბაიერნში ის ძალიან ბედნიერია. რიბერიმ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა რამდენიმე შემოთავაზება ჩინური გუნდებისგან, მაგრამ მისთვის ფული მთავარი არ არის. ” ჩინური კლუბები უამრავ ფულს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებაა და არა ფული. ბაიერნში ბედნიერი ვარ და ამას არავითარ ფულზე არ გავცვლი”– […]

სომხეთიდან მომავალი ავტობუსი ნატახტართან მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 2 დაღუპული და 1 დაშავებული

სომხეთიდან მომავალი ავტობუსი ნატახტართან მსუბუქ მანქანას დაეჯახა - 2 დაღუპული და 1 დაშავებული

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ერთი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი საქართველოში სომხეთიდან მოდიოდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, […]

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გუშინ გამართული საქართველო-იტალიის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ფაჩულიას თქმით, ევრობასკეტი 2017 მისთვის ბოლო ტურნირი იყო საერთაშორისო არენაზე: – ეს ჩემი გამოსათხოვარი ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 17 წელი გავატარე. მახსოვს კარგი მომენტები ამ გუნდთან ერთად. ამ წუთას ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო პლეიოფში გასვლა, მაგრამ […]

ევრობასკეტი 2017 – საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა

ევრობასკეტი 2017 - საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2017-ის მიღმა დარჩა. უკრაინამ ისრაელი დიდი სხვაობით დაამარცხა და ფლეიოფში გავიდა. დღეს ქართველები იტალიას დაუპირისპირდნენ, დაძაბულ ბრძოლაში საქართველო 2 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ხუთი მატჩის ფარგლებში ლიტვისა და ისრაელის დამარცხება შეძლეს, ხოლო გერმანიასთან, უკრაინასთან და იტალიასთან დამარცხდნენ.

ანდრეს ინიესტას მომავალი კვლავ გაურკვეველია

ანდრეს ინიესტას მომავალი კვლავ გაურკვეველია

ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერის ანდრეს ინიესტას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან ინიესტას წლის ბოლოს ბარსელონასთან კონტრაქტი უმთავრდება და ფეხბურთელმა არ იცის განაახლებს თუ არა მას. ინიესტას თქმით მას ჯერჯერობით არ მიუღწევია შეთანხმებისთვის ბარსელონას ხელმძღვანელობასთან და შესაძლოა მან სეზონის ბოლოს კატალონიური გუნდი დატოვოს. ანდრეს ინიესტა ბარსელონაში 2004 წლიდან თამაშობს და მას მთელი კარიერა ბარსელონაში აქვს გატარებული. ბარსელონას ხელმძღვანელობა […]