საქართველოს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუადვილდება – უეფამ საქართველოსთვის მისაღები პროექტი დაამტკიცა

საქართველოს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუადვილდება - უეფამ საქართველოსთვის მისაღები პროექტი დაამტკიცა2018 წლის სექტემბრიდან უეფა-ს ახალი ტურნირი, ერთა ლიგის გათამაშება დაიწყება. ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგაში განაწილდება – ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისას არსებული ფიფა-ს რეიტინგის მიხედვით მოხდება.

ამით უეფა-მ გადაწყვიტა, შედარებით დაბალრეიტინგულ ქვეყნებს სტიმული მისცეს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩები იმ თამაშებით შეცვალოს, რომლებიც ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ახალ შანსს მისცემს.

ამ ეტაპზე შესაძლო განლაგება ასე გამოიყურება:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი.

B ლიგა: რუსეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი.

C ლიგა: სლოვენია, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი.

D ლიგა: ლიტვა, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

თითოეულ ლიგა 4-4-გუნდიან ჯგუფად გადანაწილდება. A ჯგუფის 4 პირველადგილოსანი პლეიოფში ითამაშებს და ერთა ლიგის ჩემპიონს გამოავლენს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები D ლიგაშია. ამ ტურნირის მთელი სტიმული ესაა – ევროპის ჩემპიონატზე გასული 20 გუნდის საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგად გამოვლინდება, ხოლო დანარჩენ 4 საგზურს ერთა ლიგის თითოეული ლიგის გამარჯვებული მიიღებს, მათ შორის D ლიგის გამარჯვებულიც.

პლეიოფები 2020 წლის მარტში გაიმართება.