ანდრეს ინიესტას მომავალი კვლავ გაურკვეველია

ანდრეს ინიესტას მომავალი კვლავ გაურკვეველიაბარსელონას ერთ-ერთი ლიდერის ანდრეს ინიესტას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან ინიესტას წლის ბოლოს ბარსელონასთან კონტრაქტი უმთავრდება და ფეხბურთელმა არ იცის განაახლებს თუ არა მას.

ინიესტას თქმით მას ჯერჯერობით არ მიუღწევია შეთანხმებისთვის ბარსელონას ხელმძღვანელობასთან და შესაძლოა მან სეზონის ბოლოს კატალონიური გუნდი დატოვოს. ანდრეს ინიესტა ბარსელონაში 2004 წლიდან თამაშობს და მას მთელი კარიერა ბარსელონაში აქვს გატარებული.

ბარსელონას ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ისინი ინიესტას დაითანხმებენ და ის ბარსელონაში დარჩება.