ხუან მარტინ დელ პოტრომ ფედერერი დაამარცხა

ხუან მარტინ დელ პოტრომ ფედერერი დაამარცხაამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი დაამარცხა და შვეიცარიელი ლეგენდა ტურნირს გამოთიშა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და დელ პოტრომ 4 სეტში მოახერხა გამარჯვება და ეს ოთხივე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

ფედერერის თქმით, მან რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მარცხის მიზეზი სწორედ ეს იყო. ნახევარფინალში დელ პოტრო რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება, რომელთანაც არგენტინელს ძველი ანგარიშები აქვს. შეხვედრა პარასკევს გვიან ღამით გაიმართება. დელ პოტრომ ფედერერი ამერიკის ღია პირველობაზე 2009 წელსაც დაამარცხა და მაშინ ეს ფინალურ შეხვედრაში მოხდა.