ჰოლანდიელი ფეხბურთელი უესლი სნეიდერი სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება და კარიერას გენუის სამპდორიაში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამპდორია უკვე შეუთანხმდა სნეიდერს 2 წლიან კონტრაქტზე და ახლა ჯერი გალათასარაიზე, სადაც სნეიდერი ამჟამად თამაშობს. სნეიდერი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იცავდა მილანის ინტერის ღირსებას, სადაც 2010 წელს მან ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო, მაგრამ შემდეგ მან იტალიის დატოვება გადაწყვიტა და თურქულ […]
კატეგორია: სპორტი
ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა
არსენალის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ზუსტად იცის ის გუნდი, რომელშიც სანჩესი კარიერას გააგრძელებს, მაგრამ ალექსისმა ამ გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავა. სანჩესი ამჟამად კონფედერაციის თასზე იმყოფება რუსეთში, სადაც ჩილეს ნაკრები ფინალში გავიდა. ალექსისის თქმით ის კონფედერაციის თასის შემდეგ დაასახელებს თავის მომავალ გუნდს, მანამდე კი ის დუმილს ამჯობინებს. სანჩესის ყიდვა რამდენიმე […]
ანხელ დი მარია თითქმის ინტერის ფეხბურთელია
პსჟ-ს არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია სავარაუდოდ კარიერას მილანის ინტერში გააგრძელებს. ინტერი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს დი მარიასთან და არგენტინელი ფეხბურთელი ინტერის მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილია. ინტერში არგენტინელი ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება და მილანური კლუბი მასთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინტერი ზაფხულში სერიოზულად გეგმავს გაძლიერებას და თუ ისინი დი მარიას შეიძენენ, მათი შეტევა […]
ლიონი და არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან
ლონდონის არსენალი და ფრანგული ლიონი ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან. ამ ორ გუნდს შორის უკვე დიდი ხანია მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ლიონი 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო არსენალს კი ამ თანხის გადახდა არ სურს. არსენალი მხოლოდ 40 მილიონზე არის ყაბულს, ამიტომ შესაძლოა ეს ტრანსფერი ჩაიშალოს და ლაკაზეტი ლიონში დარჩეს. ლაკაზეტი მადრიდის ატლეტიკოში აპირებდა გადასვლას, მაგრამ ატლეტიკოს […]
გიორგი მაკარიძე ბრაგაში არ ითამაშებს
ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიურ ბრაგაში არ ითამაშებს. მაკარიძეს ბრაგაში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო ეტაპზე თვითონ მაკარიძე და ბრაგა ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად ტრანსფერიც ჩაიშალა. გიორგი სხვა პორტუგალიური კლუბის მორეირენსეს ღირსებას იცავს, სადაც გასულ წელს კარგი სეზონი ჰქონდა და თავისი თამაშით მან პორტუგალიური გრანდების ყურადღებაც დაიმსახურა. მაკარიძეს საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და […]
ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა
მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რეალზე გაბრაზებულია, მაგრამ გუნდიდან მაინც არ წავა. ” რონალდუ რეალზე ნამდვილად გაბრაზებულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის რეალს არ დატოვებს. კონფედერაციის თასის შემდეგ რონალდუს პირადად დაველაპარაკები და ბევრი რამ ნათელი გახდება”– განაცხადა ფლორენტინო პერესმა. კრიშტიანო რონალდუ რეალზე იმის გამო განაწყენდა, რომ სამეფო […]
კილიან მბაპეს ყიდვა ლივერპულსაც მოუნდა
მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდზე კილიან მბაპეზე ევროპაში ნამდვილი ომია გაჩაღებული. მბაპე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება, ამიტომ მისი ყიდვა ძალიან ბევრ გუნდს სურს. ამ კლუბების რიცხვს ლივერპულიც შეემატა, რომელიც მბაპეს ტრანსფერში 100 მილიონ ევროს იხდის. მონაკომ ლივერპულს, ისევე როგორც სხვა კლუბებს უარი უთხრა და მონაკოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მბაპე არ იყიდება. თვითონ ახალგაზრდა ფორვარდმა […]
ობამიანგი შესაძლოა ჩინეთში ვიხილოთ
დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდი პიერ ემერიკი ობამიანგი სავარაუდოდ კარიერას ერთ-ერთ ჩინურ კლუბში გააგრძელებს, სადაც მისი თვიური ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება. ჩინური კლუბი ციანზი ბორუსიას ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 71 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ეს ინფორმაცია, თვითონ კლუბს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, ამიტომ ობამიანგი შეიძლება ბორუსიაში დარჩეს. გაბონელი ფორვარდის შეძენა ბევრ ევროპულ გუნდსაც სურს, მათ შორის არსენალს და […]
ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს
ბარსელონა თავისი ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურ პრესაში ვრცელდება. რაკიტიჩის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა და მის სახელს ბევრ გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ რაკიტიჩი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და რამდენიმე სეზონი ის გუნდიდან არ წავა. რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა, მანამდე კი ის საკმაოდ […]
ალვარო მორატას მომავალი გაურკვეველია
მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფორვარდის ალვარო მორატას მომავალი გაურკვეველია. არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ მორატამ შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის მაისური მოირგოს, თუმცა ეს ტრანსფერი გაჭიანურდა, რადგან რეალი მორატას ვერ ელევა და ფეხბურთელიც თავის მხრივ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის მორატას ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. მორატა მადრიდის რეალის აღზრდილია, თუმცა ორი სეზონის მანძილზე […]










