კილიან მბაპეს ყიდვა ლივერპულსაც მოუნდა

კილიან მბაპეს ყიდვა ლივერპულსაც მოუნდამონაკოს ახალგაზრდა ფორვარდზე კილიან მბაპეზე ევროპაში ნამდვილი ომია გაჩაღებული. მბაპე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება, ამიტომ მისი ყიდვა ძალიან ბევრ გუნდს სურს.

ამ კლუბების რიცხვს ლივერპულიც შეემატა, რომელიც მბაპეს ტრანსფერში 100 მილიონ ევროს იხდის. მონაკომ ლივერპულს, ისევე როგორც სხვა კლუბებს უარი უთხრა და მონაკოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მბაპე არ იყიდება.

თვითონ ახალგაზრდა ფორვარდმა ასევე მონაკოში დარჩენის სურვილი გამოთქვა, რადგან მას სურს გამოცდილება შეიძინოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში.