ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა

ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრაარსენალის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ზუსტად იცის ის გუნდი, რომელშიც სანჩესი კარიერას გააგრძელებს, მაგრამ ალექსისმა ამ გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავა.

სანჩესი ამჟამად კონფედერაციის თასზე იმყოფება რუსეთში, სადაც ჩილეს ნაკრები ფინალში გავიდა. ალექსისის თქმით ის კონფედერაციის თასის შემდეგ დაასახელებს თავის მომავალ გუნდს, მანამდე კი ის დუმილს ამჯობინებს.

სანჩესის ყიდვა რამდენიმე კლუბს სურს, მაგრამ სავარაუდოდ ჩილელი თავდამსხმელი ინგლისში დარჩება და მანჩესტერ სიტის მაისურს მოირგებს. სანჩესის შეძენით ბაიერნიც არის დაინტერესებული.