ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებსბარსელონა თავისი ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურ პრესაში ვრცელდება.

რაკიტიჩის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა და მის სახელს ბევრ გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ რაკიტიჩი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და რამდენიმე სეზონი ის გუნდიდან არ წავა.

რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა, მანამდე კი ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სევილიას ღირსებას იცავდა.