საფეხბურთო კლუბი “ტორპედო ქუთაისი” ელექტრონულ აუქციონზე განახევრებული ფასით გამოვა. მას შემდეგ, რაც ქუთასის მერიამ პირველ აუქციონზე საფეხბურთო კლუბი ვერ გაყიდა, საკრებულომ თანხის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც “საქმის კურსს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საკრებულომ ქუთასის მერიას თანხმობა მისცა, კლუბი იმის ნახევარ ფასში გაყიდოს, რაც პირველ აუქციონზე იყო შემოთავაზებული. ჩაშლილ აუქციონზე “ტორპედოს” ფასი 585.412 ლარი იყო, შესაბამისად, ახალ აუქციონზე […]
კატეგორია: სპორტი
რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურს
ლესტერის ალჟირელ ფეხბურთელს რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურს. ამის შესახებ თვითონ მარეზმა ისაუბრა: ” ლესტერში ძალიან ბედნიერი წლები გავატარე და სიცოცხლის ბოლომდე ამ გუნდის მადლიერი ვიქნები, რადგან ლესტერმა მომცა ის ყველაფერი რაც მაქვს, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა და პატიოსნად ვამბობ, რომ სხვა გუნდში მსურს კარიერის გაგრძელება. იმედია, ჩემს გადაწყვეტილებას გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან”– განაცხადა რიად მარეზმა. […]
დანი კარვახალი ფინალში ითამაშებს
მადრიდის რეალის მცველმა დანი კარვახალმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს ის სრულ მზადყოფნაში ხვდება. კარვახალმა განაცხადა, რომ ის მზად არის ფინალისთვის როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. კარვახალმა ტრავმა აპრილის ბოლოს მიიღო და არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ მას ფინალში არ ეთამაშა, თუმცა რეალისთვის საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა. კარვახალი 2013 წლიდან თამაშობს რეალში და ის […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მესამე წრეში რაფაელ ნადალს შეხვდება
როლან გაროსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა სამ სეტში, ანგარიშით 7:6, 7:6, 7:6 და მესამე წრეში გავიდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და სამივე სეტის ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა, სადაც სამივეჯერ ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა. ამრიგად, ბასილაშვილმა გაიმეორა თავისი ორი წლის წინანდელი წარმატება, როდესაც ის უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა. ბასილაშვილი ბოლო პერიოდში ძალიან კარგ […]
არსენ ვენგერმა არსენალთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი არსენალს კიდევ ორი წელიწადი უხელმძღვანელებს. ვენგერმა უკვე შეათანხმა არსენალთან ორწლიანი კონტრაქტი, რომელსაც ის მალე ხელს მოაწერს. ვენგერი არსენალში 1996 წლიდან მუშაობს და წლევანდელ სეზონში არსენალი მისი ხელმძღვანელობით პირველად ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში, რის გამოც საფეხბურთო სამყაროში თვლიდნენ, რომ არსენი სამუშაოს გარეშე დარჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მომავალ სეზონში არსენალი ევროპის […]
ტომას ტუხელი დორტმუნდის ბორუსიიდან წავიდა
დორტმუნდის ბორუსიას მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება, რადგან ტომას ტუხელმა თანამდებობა დატოვა. ტუხელის თქმით მას კონფლიქტი მოუვიდა გუნდის ხელმძღვანელობასთან და ეს გადაწყვეტილება მან ამის გამო მიიღო, თუმცა ბორუსიას მიმართ მას ყოველთვის მხოლოდ კარგი მოგონებები ექნება. ”ბორუსიაში ორი დაუვიწყარი სეზონი გავატარე და ამ გუნდის მადლიერი ყოველთვის ვიქნები. ბორუსიას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას მომავალში”– განაცხადა ტომას ტუხელმა. ჯერჯერობით […]
ერნესტო ვალვერდე ოფიციალურად ბარსელონას მწვრთნელია
ერნესტო ვალვერდე ოფიციალურად დაინიშნა ბარსელონას მთავარ მწვრთნელად. ეს ინფორმაცია კატალონიურ კლუბში დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვალვერდე ბარსელონასთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო მისი ოფიციალური პრეზეტანცია კი 1 ივნისს შედგება. ვალვერდეს როგორც მწვრთნელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მას ესპანეთის გარეთაც არაერთხელ უმუშავია. აღსანიშნავია ისიც, რომ ვალვერდე ბარსელონაში თამაშობდა 1988-90 წლებში და ამ გუნდის მაისურით […]
ტაიგერ ვუდსი ფლორიდაში დააკავეს
გარეტ ბეილი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს
მადრიდის რეალის უელსელი ფორვარდი გარეტ ბეილი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან უელსელმა ვერ მოასწრო ბოლომდე ტრავმის მოშუშება. ბეილმა ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო და ექიმების თქმით ის თითქმის მზად არის სათამაშოდ, მაგრამ ზიდანი სავარაუდოდ არ გარისკავს და ბეილს ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს. ბეილისთვის ეს ფინალი განსაკუთრებულია, რადგან ის მის მშობლიურ ქალაქ კარდიფში ტარდება. ფინალური […]
ლევან მჭედლიძის ემპოლი სერია ბ-ში გავარდა
ემპოლი, რომელშიც ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე თამაშობს, სერია ბ-ში გავარდა. ემპოლიმ ბოლო ტურში სტუმრად პალერმოსთან წააგო 1:2, ხოლო მისმა კონკურენტმა კროტონემ საკუთარ მოედანზე ლაციო დაამარცხა, ამიტომ ემპოლი იტალიის უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. მჭედლიძე პალერმოსთან მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა, რადგან მას ისევ აწუხებს ტრავმა. რთულია სათქმელია გააგრძელებს თუ არა ქართველი ფორვარდი კარიერას ემპოლიში, რადგან […]










