რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურს

რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურსლესტერის ალჟირელ ფეხბურთელს რიად მარეზს ლესტერიდან წასვლა სურს. ამის შესახებ თვითონ მარეზმა ისაუბრა:

” ლესტერში ძალიან ბედნიერი წლები გავატარე და სიცოცხლის ბოლომდე ამ გუნდის მადლიერი ვიქნები, რადგან ლესტერმა მომცა ის ყველაფერი რაც მაქვს, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა და პატიოსნად ვამბობ, რომ სხვა გუნდში მსურს კარიერის გაგრძელება. იმედია, ჩემს გადაწყვეტილებას გულშემატკივრები გაგებით მოეკიდებიან”– განაცხადა რიად მარეზმა.

შარშან მარეზს ჰქონდა შანსი ლესტერიდან წასულიყო, მაგრამ მაშინ ალჟირელმა დარჩენა ამჯობინა, წელს კი როგორც ჩანს მან აზრი შეიცვალა. მარეზი შესაძლოა არსენალში ვიხილოთ.