ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მესამე წრეში რაფაელ ნადალს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მესამე წრეში რაფაელ ნადალს შეხვდებაროლან გაროსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა სამ სეტში, ანგარიშით 7:6, 7:6, 7:6 და მესამე წრეში გავიდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და სამივე სეტის ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა, სადაც სამივეჯერ ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა. ამრიგად, ბასილაშვილმა გაიმეორა თავისი ორი წლის წინანდელი წარმატება, როდესაც ის უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა.

ბასილაშვილი ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია, ამიტომ როლან გაროსზე მისი ასეთი გამოსვლა გასაკვირი არ არის. მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე როლან გაროსის 9 გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი იქნება.