არსენ ვენგერმა არსენალთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

არსენ ვენგერმა არსენალთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმაფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი არსენალს კიდევ ორი წელიწადი უხელმძღვანელებს. ვენგერმა უკვე შეათანხმა არსენალთან ორწლიანი კონტრაქტი, რომელსაც ის მალე ხელს მოაწერს.

ვენგერი არსენალში 1996 წლიდან მუშაობს და წლევანდელ სეზონში არსენალი მისი ხელმძღვანელობით პირველად ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში, რის გამოც საფეხბურთო სამყაროში თვლიდნენ, რომ არსენი სამუშაოს გარეშე დარჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

მომავალ სეზონში არსენალი ევროპის ლიგაში იასპარაზებს და ვენგერის თქმით ეს ფაქტორი მათ დაეხმარება ინგლისის ჩემპიონატში, რადგან ჩემპიონთა ლიგა გუნდებს ბევრ ძალას ართმევს.