ლესტერის მწვრთნელმა კრეიგ შექსპირმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რადგან მან თავის გუნდთან ერთად პრემიერ ლიგაში სადებიუტო 5 შეხვედრიდან ხუთივე მოიგო, რაც აქამდე მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელმა შეძლო ინგლისში. შექსპირის შეგირდებამა სამშაბათს საკუთარ მოედანზე სანდერლენდი დაამარცხეს და ლესტერს გავარდნა უკვე აღარ ემუქრება. სადებიუტო 5 მატჩი აქამდე მხოლოდ ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტის და ხოსეპ გვარდიოლას ჰქონდათ მოგებული პრემიერ ლიგაში […]
კატეგორია: სპორტი
სკანდალი: საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები წვრთნებს ოკუპირებულ ყირიმში გაივლის
ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდვეთა საქართველოს 23 წლამდე ნაკრები გუნდური პირველი ადგილით გუშინ გვიან ღამით უნგრეთიდან სამშობლოში დაბურნდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ,,კურიერთან“ განაცხადა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები მომზადებას ალუშტას ბაზაზე გაივლის. შეგახსენებთ, რომ უკრაინული ქალაქი ალუშტა მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აღნიშნული რეგიონი იმყოფება ანალოგიურ მდგომარეობაში, როგორშიც […]
პეპე შესაძლოა მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდეს
მადრიდის რეალის პორტუგალიელი მცველი პეპე სავარაუდოდ სეზონის ბოლოს რეალს დატოვებს. პეპე უკვე აღარ არის რეალის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ასაკი მას ხელს არ უწყობს, ამიტომ იყო საუბრები იმის შესახებ, რომ პეპე კარიერას რომელიმე ჩინურ გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ პორტუგალიელმა მცველმა ამ წინადადებაზე უარი თქვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეპეს შეძენა ევროპულ გრანდებს მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს სურთ. […]
მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს მაისში გააფორმებს
ბარსელონას მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი კატალონიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს ხელს მაისში მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ. მესის ახლანდელი კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად ის კატალონიურ გუნდში კიდევ 5 წელიწადი ითამაშებს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მესის ხელფასიც გაეზრდება და წელიწადში ის 25 მილიონ ევროს მიიღებს. თვითონ მესის ჯერჯერობით კომენტარი […]
ტომას მიულერმა შესაძლოა რეალთან პირველი შეხვედრა გამოტოვოს
მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ტრავმა მიიღო და მას სავარაუდოდ 10 დღე დასვენება მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მიულერი ბუნდესლიგის ორ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ მან შესაძლოა რეალის წინააღმდეგაც არ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში. ბაიერნი რეალს 12 აპრილს საკუთარ მოედანზე მიიღებს და ამ შეხვედრაში მიულერის თამაში სდაეჭვოა, თუმცა მიუნხენში იმედს არ კარგავენ, რომ მიულერი […]
ვინჩენცო მონტელა მომავალ წელს შესაძლოა იუვენტუსში ვიხილოთ
მილანის მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა შესაძლოა მომავალ სეზონში იუვენტუსში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ პრესაში ვრცელდება. იუვეს ამჟამინდელი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ ზაფხულში გუნდს დატოვებს და რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში განაგრძობს სამწვრთნელო კარიერას. რაც შეეხება მონტელას ის ჯერჯერობით ნორმალურად მუშაობს მილანში და ამბობს, რომ ამ გუნდში ბედნიერია, თუმცა სავარაუდოდ ის იუვენტუსს უარს ვერ ეტყვის, რადგან […]
ნეიმარმა ბარსელონას შემადგენლობაში მე-100 გოლი გაიტანა
ბარსელონას ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა კატალონიური გუნდის შემადგენლობაში მე-100 გოლი გაიტანა. ნეიმარისთვის ეს სასიხარულო ფაქტი გრანადასთან მატჩში მოხდა, რომელიც ბარსელონამ 4-1 მოიგო. ნეიმარმა მატჩის შემდეგ ყველა თანაგუნდელს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათ გარეშე ის წარმატებას ვერ მიაღწევდა. ბარსელონას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნეიმარი შეაქო და მას ნამდვილი მხეცი უწოდა. ენრიკემ ნეიმარს კიდევ 900 გოლის გატანა უსურვა […]
როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსი მოიგო
35 წლის შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა წლევანდელ სეზონში უკვე მესამე ტურნირი მოიგო. ფედერერი ამჯერად მაიამის მასტერსის გამარჯვებული გახდა და ფინალში მან ძველი მეტოქე რაფაელ ნადალი დაამარცხა 6:3, 6:4. ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ნადალს ჰქონდა შანსები, მაგრამ ესპანელმა ჩოგბურთელმა ისინი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ისევ დამარცხდა ფედერერთან. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზეც და ინდიან უელსის […]
არსენ ვენგერი შესაძლოა პსჟ–ს მწვრთნელი გახდეს
არსენალის ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და მომავალ სეზონში პსჟ–ს მწვრთნელი გახდეს. ყველასთვის ცნობილია, რომ არსენალში ვენგერის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და დიდი შანსია იმის, რომ სეზონის ბოლოს ვენგერი თავის პოსტს დატოვებს და ამით მისი 21 წლიანი მოღვაწეობა არსენალში დასრულდება. პსჟ თავის მხრივ ახალ სპეციალისტს ეძებს, რადგან ესპანელი მწვრთნელის უნაი ემერის მუშაობით პსჟ–ს ხელმძღვანელობა […]
“საბურთალომ” გორში “დილას” მოუგო
1 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის სამი შეხვედრა ჩატარდა. დღის ბოლო მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც “დილამ” თბილისის “საბურთალო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით “საბურთალომ” 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა. * * * თბილისის “ლოკომოტივმა” მიხეილ მესხის […]










