კრეიგ შექსპირმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო

კრეიგ შექსპირმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგოლესტერის მწვრთნელმა კრეიგ შექსპირმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რადგან მან თავის გუნდთან ერთად პრემიერ ლიგაში სადებიუტო 5 შეხვედრიდან ხუთივე მოიგო, რაც აქამდე მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელმა შეძლო ინგლისში.

შექსპირის შეგირდებამა სამშაბათს საკუთარ მოედანზე სანდერლენდი დაამარცხეს და ლესტერს გავარდნა უკვე აღარ ემუქრება.

სადებიუტო 5 მატჩი აქამდე მხოლოდ ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტის და ხოსეპ გვარდიოლას ჰქონდათ მოგებული პრემიერ ლიგაში და კრეიგ შექსპირი მათ რიცხვს შეუერთდა

შექსპირი ლესტერის მწვრთნელი თებერვლის ბოლოს გახდა, როდესაც კლაუდიო რანიერი გაანთავისუფლეს და მისი მოსვლის შემდეგ ლესტერი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და გუნდი უკვე პრემიერ ლიგაში  მე-10 ადგილზეა.