ტომას მიულერმა შესაძლოა რეალთან პირველი შეხვედრა გამოტოვოს

ტომას მიულერმა შესაძლოა რეალთან პირველი შეხვედრა გამოტოვოსმიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ტრავმა მიიღო და მას სავარაუდოდ 10 დღე დასვენება მოუწევს.

უკვე ცნობილია, რომ მიულერი ბუნდესლიგის ორ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ მან შესაძლოა რეალის წინააღმდეგაც არ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში.

ბაიერნი რეალს 12 აპრილს საკუთარ მოედანზე მიიღებს და ამ შეხვედრაში მიულერის თამაში სდაეჭვოა, თუმცა მიუნხენში იმედს არ კარგავენ, რომ მიულერი შეძლებს გამოჯანმრთელებას და რეალთან შეხვედრაში მოედანზე იქნება.

აღსანიშნავია, რომ წელს მიულერი არცთუ კარგ სეზონს ატარებს და მის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში მხოლოდ 5 გატანილი გოლია.