როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსი მოიგო

როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსი მოიგო35 წლის შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა წლევანდელ სეზონში უკვე მესამე ტურნირი მოიგო. ფედერერი ამჯერად მაიამის მასტერსის გამარჯვებული გახდა და ფინალში მან ძველი მეტოქე რაფაელ ნადალი დაამარცხა 6:3, 6:4.

ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ნადალს ჰქონდა შანსები, მაგრამ ესპანელმა ჩოგბურთელმა ისინი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ისევ დამარცხდა ფედერერთან.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზეც და ინდიან უელსის მასტერსზეც ფედერერმა ფინალში ნადალი დაამარცხა და მაიამიში უკვე მესამე ფინალი იყო ამ ორ ჩოგბურთელს შორის და გამარჯვება ისევ როჯერს დარჩა.

მაიამიში ტრიუმფის შემდეგ ფედერერი მსოფლიოს რეიტინგში მე–4 პოზიციას იკავებს. ნადალთან მატჩის შემდგომ ინტერვიუში ფედერერმა განაცხადა, რომ ის რამდენიმე კვირა ჩოგბურთისგან დაისვენებს.