კატეგორია: სპორტი

საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთთან 1:3 წააგო

საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთთან 1:3 წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სერბეთთან 1:3 წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. ქართველებმა თამაში კარგად დაიწყეს და უკვე მე–5 წუთზე ნიკა კაჭარავამ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მათ ამ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. პირველი ტაიმის ბოლოს დუშან ტადიჩმა პენალტით ანგარიში გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმში კი […]

ბრაზილიამ ურუგვაის მონტევიდეოში მოუგო _ პაულინიოს ჰეთთრიკი და ნეიმარის სუპერგოლი

ბრაზილიამ ურუგვაის მონტევიდეოში მოუგო _ პაულინიოს ჰეთთრიკი და ნეიმარის სუპერგოლი

დღეს დილით მონტევიდეოში გაიმართა მსოფლიოს პირველობის შესარჩევი მატჩი ურუგვაისა და ბრაზილიას შორის. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი პენალტით ედინსონ კავანიმ გატამა _ 1:0. ამის შემდეგ გოლები მხოლოდ სტუმრებმა შეაგდეს. ჯერ პაულინიომ გაათანაბრა ანგარიში _ 1:1. შემდეგ მანვე მეორედ აიღო ურუგვაის კარი, რასაც ნეიმარის ტრადიციული სუპერგოლი მოჰყვა _ 1:3. მატჩს საბოლოო წერტილი იმავე პაულინიომ დაუსვა, რომელნაც გამოიყენა […]

იუვენტუსი ანხელ დი მარიათი დაინტერესდა

იუვენტუსი ანხელ დი მარიათი დაინტერესდა

ტურინის იუვენტუსი ზაფხულში პსჟ-ს ფორვარდის ანხელ დი მარიის ყიდვას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარია პსჟ-ში ბედნიერი არ არის და მას ამ კლუბის დატოვება სურს. რაც შეეხება იუვენტუსს, ტურინულ გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა სურს და დი მარია მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დი მარია სავარაუდოდ იუვენტუსს უარს არ […]

ბარსელონას ისკოს შეძენა სურს

ბარსელონას ისკოს შეძენა სურს

ბარსელონა მადრიდის რეალის ნახევარმცველს ისკო ალკორკონს არ ეშვება და სურს, რომ ეს ფეხბურთელი კატალონიური გუნდის წევრი გახდეს. ისკოს არა აქვს სტაბილური ადგილი რეალის ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ სავარაუდოდ ის ზაფხულში რეალს დატოვებს. მისი შეძენა რამდენიმე იტალიურ კლუბსაც სურს, თუმცა ისკომ აღიარა, რომ ბავშვობაში ის ბარსელონას გულშემატკივარი იყო, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბარსელონამ თავის საწადელს მიაღწიოს. […]

რეალს და პსჟ-ს მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს შეძენა სურთ

რეალს და პსჟ-ს მონაკოს ახალგაზრდა ფორვარდის კილიან მბაპეს შეძენა სურთ

მადრიდის რეალი და ფრანგული პსჟ მონაკოს ახალგაზრდა ტალანტის კილიან მბაპეს შეძენას შეეცდებიან. მბაპე საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და მისი ყიდვა უკვე მსოფლიოს გრანდებს სურთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალი მზად არის მბაპეში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო პსჟ კი უფრო მეტს 80 მილიონ ევროს იხდის. თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარს არ […]

რიო ფერდინანდი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა

რიო ფერდინანდი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი ცოლი რებეკა ელისონი გარდაიცვალა. რებეკა 2015 წლის მაისში მკერდის კიბოს ემსხვერპლა და მას შემდეგ რიო ცდილობდა ამ თემაზე არ ესაუბრა. ამჯერად ფერდინანდმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ მან ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა თავისი ცოლის სიკვდილის შემდეგ. ფერდინანდსმა აღიარა, რომ ერთი პერიოდი ის სუიციდზეც ფიქრობდა, […]

ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს

ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას აშშ-ში, კერძოდ კი ჩიკაგოში გააგრძელებს სადაც ის ადგილობრივი გუნდის ღირსებას დაიცავს. შვაინშტაიგერმა რამდენიმე წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. ბასტიანმა განაცხადა, რომ მის კარიერაში ეს ახალი ეტაპია და ის შეეცდება, რომ თავის გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს. შვაინშტაიგერი ბაიერნიდან წასვლის შემდეგ მანჩესტერ […]

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე ითამაშებს

  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მასტერსის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი რეიტინგის მიხედვით ტურნირზე ვერ ხვდებოდა და  საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაევლო, თუმცა ბოლო მომენტში ტურნირს ტომას ბერლოკი გამოაკლდა და ნიკა მის მაგივრად ჩასვეს. პირველ შეხვედრას ბასილაშვილი ვეტერან ესპანელ ჩოგბურთელთან ტომი რობრედოსთან გამართავს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მომდევნო მეტოქე ამერიკელი სემ ქიურეი იქნება, რომელიც მსოფლიოს […]

მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო

მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო

გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ნაკრების რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს. ნოიერმა ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მას კუნთი აქვს დაჭიმული. ექიმები ვარაუდობენ, რომ მანუელს დაახლოებით ორი კვირა დაჭირდება დასვენება. გერმანიის ნაკრებს მომავალ კვირაში ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი პირველი ინგლისთან ამხანაგური, ხოლო შემდეგ კი ოფიციალური შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრებთან. ნოიერი ამ ორივე შეხვედრას […]

როჯერ ფედერერმა ინდიან უელსის მასტერსი მოიგო

როჯერ ფედერერმა ინდიან უელსის მასტერსი მოიგო

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ძალიან კარგ ფორმაშია და ასაკი მას საერთოდ არ უშლის ხელს. ფედერერმა სეზონი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით დაიწყო და ინდიან უელსის მასტერსით გააგრძელა. ფინალურ შეხვედრაში ფედერერის მეტოქე მისი თანამემამულე სტანისლას ვავრინკა იყო, რომელიც როჯერმა ორ სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ როჯერმა საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა რეიტინგში და ამჟამად ის მე-6 პოზიციას […]