მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო

მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღოგერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ნაკრების რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს. ნოიერმა ტრავმა ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო და მას კუნთი აქვს დაჭიმული.

ექიმები ვარაუდობენ, რომ მანუელს დაახლოებით ორი კვირა დაჭირდება დასვენება. გერმანიის ნაკრებს მომავალ კვირაში ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი პირველი ინგლისთან ამხანაგური, ხოლო შემდეგ კი ოფიციალური შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრებთან.

ნოიერი ამ ორივე შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო მის მაგივრად კი ნაკრების კარებს პსჟ-ს გოლკიპერი კევინ ტრაპი დაიცავს.