იუვენტუსი ანხელ დი მარიათი დაინტერესდა

იუვენტუსი ანხელ დი მარიათი დაინტერესდატურინის იუვენტუსი ზაფხულში პსჟ-ს ფორვარდის ანხელ დი მარიის ყიდვას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარია პსჟ-ში ბედნიერი არ არის და მას ამ კლუბის დატოვება სურს.

რაც შეეხება იუვენტუსს, ტურინულ გუნდს ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა სურს და დი მარია მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

თვითონ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დი მარია სავარაუდოდ იუვენტუსს უარს არ ეტყვის, რადგან სხვა მიზეზებთან ერთად იუვეში ორი არგენტინელი გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა თამაშობენ, რომლებსაც დი მარია კარგად იცნობს.

იუვენტუსს ეს ტრანსფერი მინიმუმ 50 მილიონი ევრო დაუჯდება.