ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს

ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებსმიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას აშშ-ში, კერძოდ კი ჩიკაგოში გააგრძელებს სადაც ის ადგილობრივი გუნდის ღირსებას დაიცავს.

შვაინშტაიგერმა რამდენიმე წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. ბასტიანმა განაცხადა, რომ მის კარიერაში ეს ახალი ეტაპია და ის შეეცდება, რომ თავის გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს.

შვაინშტაიგერი ბაიერნიდან წასვლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, თუმცა ინგლისში მან კარიერა ვერ აიწყო, ხოლო ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ბასტიანი მანჩესტერს არ სჭირდებოდა.

შვაინშტაიგერი ამჟამად 32 წლის არის და ის კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს ფეხბურთის თამაშს.