კატეგორია: სპორტი

მოზამბიკში ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

მოზამბიკში ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

მოზამბიკში 19 წლის ფეხბურთელი ალბერტო ჟინო ნიანგის მსხვერპლი გახდა. ჟინო სამოყვარულო კლუბში ატლეტიკო მინეირო დე ტეტეში თამაშობდა. კლუბი მის გარდაცვალებას ადასტურებს. ტრაგედია მდინარე ზამბეზთან მოხდა, როდესაც ჟინო თავის ორ მეგობართან ერთად ვარჯიშობდა. უეცრად მდინარედან ნიანგი ამოხტა და ფეხბურთელი მდინარეში შეითრია. ჟინოს მეგობრებმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხეს და ჟინო დაიღუპა. როგორც აღმოჩნდა ნიანგი სიგრძეში 5 მეტრი […]

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ვალენსია დაამარცხა

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ვალენსია დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის 28–ე ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ვალენსია მიიღო და დაამარცხა 4–2. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. 29–ე წუთზე ვალენსიამ ანგარიში გახსნა, მაგრამ სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მალე სუარესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიმის მიწურულს კი პენალტის წყალობით ბარსელონა წინ გავიდა. პენალტის დანიშვნის ეპიზოდში ვალენსიას ფეხბურთელი მანგალა მოედნიდან გააძევეს. ვალენსიამ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა […]

საქართველოს ნაკრები რაგბში რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები რაგბში რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართა. ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებთან 1 ქულის სხვაობით 7:8 დამარცხდნენ და ანთიმოზ ივერიელის თასი დათმეს. თუმცა რაგბი ევროპის წესებიდან გამომდინარე, 8 ქულაზე ნაკლები მარცხის შემთხვევაში, დამარცხებულ გუნდს ნუგეშის 1 ქულა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში დამატებით 1 ქულა მოიპოვა. ქულები კი ორივე გუნდს გაუთანაბრდა, თუმცა […]

როჯერ ფედერერი ინდიან უელსის ფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება

როჯერ ფედერერი ინდიან უელსის ფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება

ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსის ტურნირში შვეიცარიული ფინალი იქნება, რადგან ერთმანეთს როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა დაუპირისპირდებიან. ფედერერმა ნახევარფინალში ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა, ხოლო ვავრინკამ კი ესპანელ პაბლო კარენა ბუსტას სძლია. ფინალური დაპირისპირება კვირას, გვიან ღამით გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში ისევ ცუდად ითამაშა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ამ სეზონში არადამაჯერებლად გამოიყურება. სერბი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოზთან დამარცხდა. […]

რეალმა ბილბაოში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

რეალმა ბილბაოში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

მადრიდის რეალმა სტუმრად ბილბაოში ადგილობრივი ატლეტიკი დაამარცხა 2–1 და ამ გამარჯვების შემდეგ სამეფო გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა. შეხვედრა ატლეტიკის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ 25–ე წუთზე კარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდუს ზუსტი პასის შემდეგ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ატლეტიკი ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ რეალი სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. შეხვედრის 65–ე წუთზე არიც ადურისმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 3 […]

ლოთარ მათეუსი: ბაიერნი რეალთან ფავორიტია

ლოთარ მათეუსი: ბაიერნი რეალთან ფავორიტია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს და ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა უკვე გამოთქვა თავისი აზრი ამ დაპირისპირების შესახებ. ბაიერნის ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის აზრით, ბაიერნი ამ წყვილის ფავორიტია, რადგან გერმანელები უფრო კონტაქტურ ფეხბურთს თამაშობენ. მათეუსმა აღნიშნა, რომ ორივე მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება პირველი შეხვედრა მიუნხენში […]

გარი ლინეკერი: ”იმედი მქონდა ლესტერი ბარსელონას შეხვდებოდა”

გარი ლინეკერი: ”იმედი მქონდა ლესტერი ბარსელონას შეხვდებოდა”

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი სპორტულმა კომენტატორმა გარი ლინეკერმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას იმედი გაუცრუვდა იმის გამო, რომ ლესტერი ბარსელონას არ შეხვდა: ” დიდი იმედი მქონდა, რომ ბარსელონას ლესტერი შეხვდებოდა მეტოქედ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ისღა დამრჩენია, რომ ნახევარფინალებს დაველოდო იმ იმედით რომ ეს ორი გუნდი იქ შეხვდება […]

პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო

პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო

მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ ევროპის ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში როსტოვის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც მან მოედანი დროზე ადრე დატოვა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა პოლ პოგბას, მაგრამ ის თავის გუნდს მიდლსბროსთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, პოგბა საფრანგეთის ნაკრების უახლოეს თამაშებსაც გამოტოვებს. ამის შესახებ მანჩესტერის მწვრთნელმა ჟოზე […]

ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-4 ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-4 ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიამ და მისმა გოლდენ სტეიტმა ორლანდო მეჯიქი იოლად _ 122:92 დაამარცხა, სადაც ქართველ ცენტრს კიდევ ერთხელ მოუხდა შეხვედრა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელთან ბრძოლაშიც კვლავ კარგად გაისარჯა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულია იყო ერთადერთი, ვინც ამ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. ოკლენდელებს მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო კევინ დიურანტი დროებით გამოაკლდათ, მოგებების […]

ჩემპიონთა ლიგა _ რეალი ბაიერნს შეხვდა, ბარსელონა _ იუვენტუსს

ჩემპიონთა ლიგა _ რეალი ბაიერნს შეხვდა, ბარსელონა _ იუვენტუსს

უეფას შტაბ–ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა და მეოთხედფინალური წყვილები ცნობილი გახდა. შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, ხოლო ბარსელონა კი იუვენტუსთან გაარკვევს ურთიერთობას. სხვა წყვილები ასე გამოიყურება: ბორუსია––მონაკო იუვენტუსი––ბარსელონა ბაიერნი––რეალი ატლეტიკო––ლესტერი მეოთხედფინალების პირველი მატჩები 11,12 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი––18,19 აპრილს. რაც შეეხება ფინალს, ის 3 ივნისს კარდიფში შედგება.