მოზამბიკში ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

მოზამბიკში ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამამოზამბიკში 19 წლის ფეხბურთელი ალბერტო ჟინო ნიანგის მსხვერპლი გახდა. ჟინო სამოყვარულო კლუბში ატლეტიკო მინეირო დე ტეტეში თამაშობდა. კლუბი მის გარდაცვალებას ადასტურებს.

ტრაგედია მდინარე ზამბეზთან მოხდა, როდესაც ჟინო თავის ორ მეგობართან ერთად ვარჯიშობდა. უეცრად მდინარედან ნიანგი ამოხტა და ფეხბურთელი მდინარეში შეითრია.

ჟინოს მეგობრებმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხეს და ჟინო დაიღუპა.

როგორც აღმოჩნდა ნიანგი სიგრძეში 5 მეტრი იყო. სავარაუდოდ მომავალში სხვა ფეხბურთელები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და მდინარესთან ახლოს აღარ მივლენ.