გარი ლინეკერი: ”იმედი მქონდა ლესტერი ბარსელონას შეხვდებოდა”

გარი ლინეკერი: ”იმედი მქონდა ლესტერი ბარსელონას შეხვდებოდა”წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი სპორტულმა კომენტატორმა გარი ლინეკერმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას იმედი გაუცრუვდა იმის გამო, რომ ლესტერი ბარსელონას არ შეხვდა: ” დიდი იმედი მქონდა, რომ ბარსელონას ლესტერი შეხვდებოდა მეტოქედ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ისღა დამრჩენია, რომ ნახევარფინალებს დაველოდო იმ იმედით რომ ეს ორი გუნდი იქ შეხვდება ერთმანეთს”– განაცხადა გარი ლინეკერმა.

ლესტერის მეტოქე მეოთხედფინალში მადრიდის ატლეტიკო იქნება, ხოლო ბარსელონა კი ნახევარფინალში გასვლისთვის ტურინის იუვენტუსთან იბრძოლებს.