კატეგორია: სპორტი

ლევან მჭედლიძის დაბრუნების თარიღი უცნობია

ლევან მჭედლიძის დაბრუნების თარიღი უცნობია

საქართველოს ნაკრების და ემპოლის ფორვარდ ლევან მჭედლიძეს ტრავმა ჯერჯერობით არ მოურჩენია და ზუსტად არ არის ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება ქართველი ფორვარდი მოედანს. მჭედლიძის არყოფნა ემპოლის ძალიან დაეტყო და გუნდმა ზედიზედ 5 შეხვედრა წააგო, თუმცა ემპოლი გასავარდნ ზონაში არ იმყოფება. მჭედლიძის დაბრუნებას აპრილის პირველ რიცხვებში ვარაუდობენ, როდესაც ემპოლი რომას დაუპირისპირდება, მანამდე კი ლევანს დასვენება მოუწევს რაც […]

ხორხე სამპაოლი ბარსელონას მწვრთნელი არ გახდება

ხორხე სამპაოლი ბარსელონას მწვრთნელი არ გახდება

სევილიას არგენტინელი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ზაფხულში ბარსელონას არ ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურ პრესაში ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად ბარსელონას ხელმძღვანელობა სამპაოლის კანდიდატურას სერიოზულად არ განიხილავს. თვითონ არგენტინელმა სპეციალისტმა ასევე უარყო ბარსელონაში წასვლის შესახებ ინფორმაცია და თქვა, რომ ის სევილიაში კიდევ დიდი ხნის მანძილზე აპირებს მუშაობას. ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს და კატალონიურ გუნდში […]

მარკო ვერატი ფრანგულ ჟურნალს სასამართლოში უჩივლებს

მარკო ვერატი ფრანგულ ჟურნალს სასამართლოში უჩივლებს

პსჟ-ს იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ ის ფრანგულ ჟურნალს ეკიპს სასამართლოში უჩივლებს ცილისწამების გამო. ეკიპმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც მარკო ვერატი თავის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ბარსელონასთან მატჩის წინა დღეს პარიზის კლუბში იმყოფებოდა, რომელიც მან შუაღამისას დატოვა. ფრანგული ჟურნალის თქმით ბარსელონასთან გამანადგურებელი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ვერატიმ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და მან თავის […]

ჯო ჰარტი ტორინოდან წასვლას არ აპირებს

ჯო ჰარტი ტორინოდან წასვლას არ აპირებს

ჯო ჰარტმა თავის იტალიურ ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ტორინოში ბედნიერია და წასვლას არ აპირებს. ჰარტი ტორინოში იჯარის წესით თამაშობს, თუმცა ტორინოს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ჰარტის თქმით ის ტორინოში დარჩენას აპირებს, რადგან ძალიან მოსწონს როგორც იტალიური ფეხბურთი ასევე კულტურა და ცხოვრების წესი. როგორც მოგეხსენებათ, ჯო ჰარტი წლების მანძილზე მანჩესტერ სიტის მეკარე […]

ინტერს ანხელ დი მარიას ყიდვა სურს

ინტერს ანხელ დი მარიას ყიდვა სურს

მილანის ინტერს ზაფხულში შემტევი ნახევარმცველის ყიდვა სურს. მილანური კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, აქედან ერთ-ერთი პსჟ-ს არგენტინელი ვინგერი ანხელ დი მარიაა. დი მარია ზაფხულში პსჟ-ს დატოვებას აპირებს, ამიტომ მისი ტრანსფერი ინტერში რეალურია. დი მარიას ყიდვა ინტერს სავარაუდოდ საკმაოდ ძვირი დაუჯდება, თუმცა კონკრეტულ ფასზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. პსჟ-ში გადასვლამდე დი მარია მადრიდის რეალის, იქამდე კი ლისაბონის […]

მონაკომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო

მონაკომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო

ფრანგულმა მონაკომ ბევრისთვის მოულოდნელად ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. ფრანგებმა საკუთარ მოედანზე 3–1 იმარჯვეს და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. მონაკომ პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა და მეტოქეს კარში ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლო. მეორე ტაიმი შედარებით განსხვავებული გამოდგა და ამჯერად უპირატესობა უკვე სიტის ფეხბურთელებს ჰქონდათ, რასაც ლეროი სანეს […]

თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული

თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული

საქართველოს ნაკრების და რუსული კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა მოსკოვის ლოკომოტივთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული. თორნიკემ სოციალურ ქსელში სურათიც გამოაქვეყნა, სადაც ის ეტლით და ყავარჯნებით გადაადგილდება. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ოქრიაშვილი სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება. საქართველო_სერბეთის შეხვედრა 24 მარტს გაიმართება.

რეალს ტიბო კურტუას შეძენა სურს

რეალს ტიბო კურტუას შეძენა სურს

მადრიდის რეალის მთავარი მიზანი წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ახალი მეკარის შეძენა იქნება. გუნდის ხელმძღვანელობა კეილორ ნავასის თამაშით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს ის სავარაუდოდ რეალს დატოვებს. რეალს უკვე რამდენიმე წელიწადია მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერის დავიდ დე ხეას შეძენა სურს, მაგრამ ეს ტრანსფერი უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა. თუ რეალი დე ხეას ყიდვას ვერ შეძლებს, სამეფო გუნდი სათადარიგო ვარიანტად ბელგიელ მეკარეს […]

ლუის ენრიკემ დეპორტივოსთან მარცხზე ისაუბრა

ლუის ენრიკემ დეპორტივოსთან მარცხზე ისაუბრა

ბარსელონამ ყველასთვის მოულოდნელად დეპორტივოსთან მარცხი განიცადა სტუმრად 1:2. ეს შედეგი ბარსელონას საჩემპიონო ამბიციებისთვის დიდი დარტყმაა, რადგან რეალმა თავისი შეხვედრა მოიგო. დეპორტივოსთან მატჩის შემდეგ ბარსელონას მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ეს მარცხი ფეხბურთელების გადაღლილობის ბრალია. _ეს შეხვედრა არ უნდა წაგვეგო, რადგან ზედიზედ რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ და ეს ფორმა უნდა შეგვენარჩუნებინა. ფეხბურთელები პსჟ-სთან შეხვედრის შემდეგ დაღლილები […]

ფრანჩესკო ტოტიმ თამაშზე უარი თქვა

ფრანჩესკო ტოტიმ თამაშზე უარი თქვა

იტალიურ “რომაში” დაპირისპირება გრძელდება – კერძოდ, კვლავ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და კაპიტან ფრანჩესკო ტოტის შორის. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “პალერმოსთან” (3:0) მატჩის მიწურულს სპალეტიმ ტოტის მოედანზე შეშვება გადაწყვიტა და ამის შესახებ აცნობა კიდეც, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელისგან უარი მიიღო. წყაროს ცნობით, ფრანჩესკომ ზურგის ტკივილი მოიმიზეზა და “რენცო ბარბერას” მინდორზე გასვლა იუარა. საერთოდ, ტოტისა და სპალეტის […]