ხორხე სამპაოლი ბარსელონას მწვრთნელი არ გახდება

ხორხე სამპაოლი ბარსელონას მწვრთნელი არ გახდებასევილიას არგენტინელი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ზაფხულში ბარსელონას არ ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურ პრესაში ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად ბარსელონას ხელმძღვანელობა სამპაოლის კანდიდატურას სერიოზულად არ განიხილავს.

თვითონ არგენტინელმა სპეციალისტმა ასევე უარყო ბარსელონაში წასვლის შესახებ ინფორმაცია და თქვა, რომ ის სევილიაში კიდევ დიდი ხნის მანძილზე აპირებს მუშაობას.

ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს და კატალონიურ გუნდში უკვე აქტიურად ფიქრობენ მის შემცვლელზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ბარსელონას მწვრთნელი მომავალ სეზონში.