თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული

თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებულისაქართველოს ნაკრების და რუსული კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა მოსკოვის ლოკომოტივთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული. თორნიკემ სოციალურ ქსელში სურათიც გამოაქვეყნა, სადაც ის ეტლით და ყავარჯნებით გადაადგილდება.
აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ოქრიაშვილი სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება.
საქართველო_სერბეთის შეხვედრა 24 მარტს გაიმართება.