მონაკომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო

მონაკომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდოფრანგულმა მონაკომ ბევრისთვის მოულოდნელად ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. ფრანგებმა საკუთარ მოედანზე 3–1 იმარჯვეს და სტუმრად გატანილი გოლების წყალობით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ.

მონაკომ პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა და მეტოქეს კარში ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლო. მეორე ტაიმი შედარებით განსხვავებული გამოდგა და ამჯერად უპირატესობა უკვე სიტის ფეხბურთელებს ჰქონდათ, რასაც ლეროი სანეს გატანილი გოლი მოჰყვა, მაგრამ სულ მალე მონაკომ მესამეჯერ აიღო ინგლისელების კარი და ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ხოსეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თავის მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო მეორე ტაიმში კი სიტის უბრალოდ არ გაუმართლა.